1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა

عَنْ جَرِيرِ بْنِ عَبْدِ اللهِ رَضيَ اللهُ عنه قَالَ:
سَأَلْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَنْ نَظَرِ الْفُجَاءَةِ فَأَمَرَنِي أَنْ أَصْرِفَ بَصَرِي.

გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«მე ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოულოდნელი მზერის შესახებ, და მან მიბრძანა, რომ მზერა ამეცილებინა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2159

განმარტება

ჯარირ იბნ აბდულლაჰმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), კაცის მზერის შესახებ, რომელიც მოულოდნელად ეცემა ისეთ ქალზე, რომელიც მისთვის არ არის ნებადართული და ეს ხდება უნებლიედ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას უბრძანა მას, რომ მზერა მაშინვე აეცილებინა და თავი მოებრუნებინა სხვა მხარეს. ასეთ შემთხვევაში მას ცოდვა არ ექნებოდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მზერის არიდებისკენ მოწოდება.
  2. გაფრთხილება იმაზე, რომ არ შეიძლება მზერის გაგრძელება იმაზე, რაც აკრძალულია, თუნდაც ეს მზერა მოულოდნელად და უნებლიედ იყოს.
  3. ეს ტექსტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ უცხო ქალებისადმი მზერის აკრძალვა საჰაბებს შორის მტკიცედ იყო დამკვიდრებული. ამის დასტურია ჯარირის შეკითხვა მოციქულზე, თუ რა უნდა გააკეთოს, როცა მისი მზერა უნებლიეთ ქალს მოხვდება. მისი შეკითხვა იმაზე მიუთითებდა, განსხვავდება თუ არა ეს შემთხვევა იმ ადამიანის მდგომარეობისგან, ვინც მიზანმიმართულად უყურებს ქალს.
  4. ამ ტექსტში ჩანს შარიათის ყურადღება მორწმუნეთა კეთილდღეობის მიმართ. მან აკრძალა ქალებისადმი მზერა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ამქვეყნიური, ისე საიქიო საზიანო შედეგები.
  5. საჰაბები მიმართავდნენ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათთვის გაუგებარი საკითხების გასარკვევად. ანალოგიურად, ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მიმართოს სწავლულებს და ჰკითხოს მათ იმ საკითხებზე რელიგიაში, რაც მათთვის გაუგებარია.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية