1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჯოჯოხეთის ბინადართაგან ორი ჯგუფი მე ჯერ არ მინახავს: პირველი, ხალხი, რომელთაც ხელში აქვთ საქონლის კუდებივით მათრახები, რომლითაც სცემენ ადამიანებს. მეორე, ქალები, რომლებიც ჩაცმულები არიან, მაგრამ ამავდროულად შიშვლები, აცდუნებენ სხვებს და თავადაც მიდიან მცდარ გზაზე

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«صِنْفَانِ مِنْ أَهْلِ النَّارِ لَمْ أَرَهُمَا، قَوْمٌ مَعَهُمْ سِيَاطٌ كَأَذْنَابِ الْبَقَرِ يَضْرِبُونَ بِهَا النَّاسَ، وَنِسَاءٌ كَاسِيَاتٌ عَارِيَاتٌ مُمِيلَاتٌ مَائِلَاتٌ، رُؤُوسُهُنَّ كَأَسْنِمَةِ الْبُخْتِ الْمَائِلَةِ، لَا يَدْخُلْنَ الْجَنَّةَ، وَلَا يَجِدْنَ رِيحَهَا، وَإِنَّ رِيحَهَا لَيُوجَدُ مِنْ مَسِيرَةِ كَذَا وَكَذَا».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჯოჯოხეთის ბინადართაგან ორი ჯგუფი მე ჯერ არ მინახავს: პირველი, ხალხი, რომელთაც ხელში აქვთ საქონლის კუდებივით მათრახები, რომლითაც სცემენ ადამიანებს. მეორე, ქალები, რომლებიც ჩაცმულები არიან, მაგრამ ამავდროულად შიშვლები, აცდუნებენ სხვებს და თავადაც მიდიან მცდარ გზაზე. მათი თავები იქნება როგორც დაკლაკნილი აქლემის კუზები. ისინი ვერ შევლენ სამოთხეში და ვერ იგრძნობენ მის სურნელს, თუმცა მისი სურნელი იგრძნობა ძალიან დიდი მანძილიდან».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2128

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს ჯოჯოხეთის ბინადართაგან ორ ჯგუფს, რომლებიც მის დროს არ არსებობდნენ და რომლებიც წარმოიშვებიან მის შემდეგ:
პირველი ჯგუფი: ადამიანები, რომელთაც ხელში აქვთ საქონლის კუდებივით გრძელი მათრახები, რომლითაც უსამართლოდ სცემენ ხალხს. ესენი არიან ძალადობისა და უსამართლობის დამხმარეები და უსამართლო მმართველთა მორჩილი მსახურები, რომლებიც უსამართლოდ ავიწროებენ ადამიანებს.
მეორე ჯგუფი: ქალები, რომლებმაც მოიშორეს სიწმინდისა და მორიდებულობის სამოსი, რაც ბუნებრივადაა ჩადებული ქალის ხასიათში.
მოციქულმა ისინი შემდეგნაირად აღწერა: ჩაცმულები, მაგრამ შიშვლები. ეს ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ატარებენ ტანსაცმელს, თუმცა ეს სამოსი თხელი და გამჭვირვალეა, რაც სხეულის კანს აჩვენებს. ან ისინი ფარავენ სხეულის ნაწილებს, მაგრამ აჩენენ სხვებს, რათა თავიანთი სილამაზე გამოკვეთონ. ისინი აცდუნებენ მამაკაცთა გულებს თავიანთი ჩაცმულობითა და ამპარტავნული სიარულით. ასევე, თვითონაც მიდრეკილნი არიან გადახრისკენ, ხოლო სხვებსაც წააქეზებენ ცოდვისა და გზიდან გადახვევისკენ, როგორც თვითონ არიან მცდარ გზაზე. მათ მახასიათებლებში ერთ-ერთი არის: მათი თავები ჰგავს გადახრილ აქლემის კუზებს. ისინი ზრდიან თავების მოცულობას, აკეთებენ დიდი თმის კონებს ან იყენებენ გადასახვევებსა და სხვა საშუალებებს, რომ თავები უფრო დიდად გამოჩნდეს. შედარება აქლემის კუზებთან დაკავშირებულია იმასთან, რომ მათი(ქალების) თმა და ნაწნავები თავზე მაღლაა შემართული და ისეა აკეცილი, რომ ერთ მხარეს გადახრილი ჩანს, როგორც აქლემის კუზი იხრება მისი სხეულის რომელიმე მხარეს. ვინც ამ თვისებებს ფლობს, მათზე ვრცელდება ეს მკაცრი გაფრთხილება: ისინი ვერ შევლენ სამოთხეში, ვერც მის სურნელს იგრძნობენ და მას ვერც კი მიუახლოვდებიან. სამოთხის სურნელი კი ძალიან შორიდან იგრძნობა და შეიმჩნევა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალულია ადამიანების ცემა და მათი დაზიანება, თუკი მათ არ ჩაუდენიათ ცოდვა ან დანაშაული.
  2. აკრძალულია უსამართლო ადამიანების დახმარება მათ უსამართლობაში.
  3. გაფრთხილება ქალებისთვის: აკრძალულია თავმომწონეობა, სიშიშვლე, ვიწრო ან გამჭვირვალე ტანსაცმლის ტარება, რომელიც ავლენს ან გამოკვეთს სხეულის ინტიმურ ნაწილებს.
  4. მოწოდება მუსლიმი ქალისთვის ალლაჰის ბრძანებების შესრულებისა და იმ ყველაფრისგან თავის არიდებისკენ, რაც ალლაჰის წყრომას გამოიწვევს და სამუდამო და მტკივნეულ სასჯელს დაიმსახურებს საიქიოში.
  5. ეს ჰადისი მოწმობს მოციქული მუჰამმადის წინასწარმეტყველურ ჭეშმარიტებაზე. მან ისაუბრა დაფარულ ამბებზე, რომლებიც იმ დროს ჯერ არ მომხდარა, თუმცა მოგვიანებით სწორედ ისე განხორციელდა, როგორც მან წინასწარ განაცხდა.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية