1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე

عَنِ ابْنَ مَسْعُودٍ رضي الله عنه قَالَ:
عَلَّمَنِي رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، وَكَفِّي بَيْنَ كَفَّيْهِ، التَّشَهُّدَ، كَمَا يُعَلِّمُنِي السُّورَةَ مِنَ القُرْآنِ: «التَّحِيَّاتُ لِلَّهِ، وَالصَّلَوَاتُ وَالطَّيِّبَاتُ، السَّلاَمُ عَلَيْكَ أَيُّهَا النَّبِيُّ وَرَحْمَةُ اللَّهِ وَبَرَكَاتُهُ، السَّلاَمُ عَلَيْنَا وَعَلَى عِبَادِ اللَّهِ الصَّالِحِينَ، أَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ». وفي لفظ لهما: «إِنَّ اللهَ هُوَ السَّلَامُ، فَإِذَا قَعَدَ أَحَدُكُمْ فِي الصَّلَاةِ فَلْيَقُلْ: التَّحِيَّاتُ لِلَّهِ وَالصَّلَوَاتُ وَالطَّيِّبَاتُ السَّلَامُ عَلَيْكَ أَيُّهَا النَّبِيُّ وَرَحْمَةُ اللهِ وَبَرَكَاتُهُ، السَّلَامُ عَلَيْنَا وَعَلَى عِبَادِ اللهِ الصَّالِحِينَ، فَإِذَا قَالَهَا أَصَابَتْ كُلَّ عَبْدٍ لِلَّهِ صَالِحٍ فِي السَّمَاءِ وَالْأَرْضِ، أَشْهَدُ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَأَشْهَدُ أَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ، ثُمَّ يَتَخَيَّرُ مِنَ الْمَسْأَلَةِ مَا شَاءَ».

გადმოცემულია იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მასწავლა თაშაჰუდი ისე, რომ ჩემი ხელი მის ხელებს შორის იყო, ისე მასწავლა როგორც ყურანიდან სურას მასწავლიდა ხოლმე: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია. (ათთაჰიათუ ლილლაჰი ვა სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰანნაბიუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ)». სხვა გადმოცემაში ნათქვამია: "ჭეშმარიტად, ალლაჰი ის არის(ასსალაამ) მშვიდობა, ამიტომ როდესაც რომელიმე თქვენგანი დაჯდება ლოცვაზე მან თქვას: «მისალმებანი, ლოცვები და ყოველივე კარგი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს", როცა ამას იტყვის ეს ყველა მართალ მსახურს ალლაჰისას მიუვა ზეცაშიც და მიწაზეც, "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და ვამოწმებ რომ მუჰამმადი მის მსახური და შუამავალია", შემდეგ შეევედროს იმ სათხოვრით, რაც მას სურს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 6265

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იბნ მას'უდს (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) ასწავლა თაშაჰჰუდის სიტყვები, რომლებიც უნდა წარმოითქვას ლოცვაში, მისი ხელი ხელში აყვანით, რათა იბნ მას'უდის ყურადღება მიეპყრო ამ მნიშვნელოვანი სიტყვებისადმი. ეს სწავლება იყო მსგავსად იმისა, როგორც მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ასწავლიდა მას ყურანის სურებს. ეს მიუთითებს მოციქულის განსაკუთრებულ ყურადღებაზე თაშაჰჰუდის სიტყვების და მათი მნიშვნელობის სიზუსტისადმი. და თქვა: "მისალმებანი ალლაჰს ეკუთვნის": ეს არის ყველა სიტყვა თუ ქმედება, რომელიც მიმართულია ალლაჰის განდიდებისკენ, ყველა მათგანს იმსახურებს უზენაესი ალლაჰი. "ლოცვები": ეს არის ყველა დადგენილი ლოცვა სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი, რომელიც უზენაესი ალლაჰისთვის სრულდება. "ყოველივე კარგი": ეს არის ყველა სიტყვა, ქმედება თუ კარგი თვისება, რომელიც მიუთითებს მის სრულყოფილებაზე, ყველას უზენაესი ალლაჰი იმსახურებს. "ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო": ეს არის ვედრება ყოველი განსაცდელის და ცუდისგან დასაცავად, ასევე ბარაქისა და მეტი სიკეთისთვის. "მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს": მშვიდობის ვედრება მლოცველთათვის და ყველა მართალი მსახურისთვის ზეცაში თუ მიწაზე. "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა": ანუ ვადასტურებ მტკიცე დასტურით, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა. "ვამოწმებ რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია": ვადასტურებ მის მონა-მსახურობას და ბოლო შუამავლობას.
შემდეგ წაახალისა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ მომლოცველებმა აირჩიონ ის ვედრება, რომელიც მათ სურთ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თაშაჰჰუდის წარმოთქმის ადგილი არის ლოცვის დროს ბოლო სეჯდის შემდეგ ჯდომა თითოეულ ლოცვაში, აგრეთვე მეორე რაქაათის შემდეგ იმ ლოცვებში, რომლებიც შედგება სამი ან ოთხი რაქაათისგან (მუხლისაგან).
  2. თაშაჰჰუდში სალამის წარმოთქმა სავალდებულოა. ასევე დასაშვებია თაშაჰჰუდის ნებისმიერი ვარიანტის გამოყენება, რომლებიც ავთენტურად გადმოცემულია მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). დაე, ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას.
  3. ლოცვაში დასაშვებია ვედრების წარმოთქმა საკუთარი სურვილისამებრ, იმ პირობით, რომ მასში არ იქნება არაფერი ცოდვილი ან აკრძალული.
  4. ვედრების დროს საკუთარი თავიდან დაწყება სასურველია.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية