1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს მაღლა სწევდა თავისი მხრების სიმაღლეზე, ლოცვის გახსნისას

عَن ابْنِ عُمَرَ رضي الله عنهما:
أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ يَرْفَعُ يَدَيْهِ حَذْوَ مَنْكِبَيْهِ إِذَا افْتَتَحَ الصَّلَاةَ، وَإِذَا كَبَّرَ لِلرُّكُوعِ، وَإِذَا رَفَعَ رَأْسَهُ مِنَ الرُّكُوعِ، رَفَعَهُمَا كَذَلِكَ أَيْضًا، وَقَالَ: «سَمِعَ اللَّهُ لِمَنْ حَمِدَهُ، رَبَّنَا وَلَكَ الحَمْدُ»، وَكَانَ لاَ يَفْعَلُ ذَلِكَ فِي السُّجُودِ.

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):
რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს მაღლა სწევდა თავისი მხრების სიმაღლეზე, ლოცვის გახსნისას, ასევე ხელებს იგივე დონეზე სწევდა, როცა რუქუ'ში ჩასვლისას ალლაჰუ აქბარ-ს წარმოთქვამდა და რუქუ'იდან ამოსვლისას. ამ დროს ის ამბობდა: «სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ». თუმცა, ის სუჯუდის დროს ამას არ აკეთებდა.

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 735

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის დროს სამ პოზიციაზე სწევდა ხელებს მხრების დონეზე, რომელიც არის ადგილი, სადაც მხრის და მკლავის ძვლები ერთდება.
პირველი პოზიცია: ლოცვის დაწყებისას თაქბირათულ-იჰრამის წარმოთქმის დროს.
მეორე: როდესაც რუქუ'ზე ჩასვლისას ამბობდა ალლაჰუ აქბარ.
მესამე: როდესაც რუქუ'იდან თავს სწევდა და ამბობდა: სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ.
და ის არ სწევდა ხელებს სუჯუდის დაწყებისას და არც სუჯუდიდან ამოსვლისას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ლოცვაში ხელების აწევის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ის ლოცვის მშვენებაა და წმინდა ალლაჰის განდიდების გამოხატულება.
  2. დადასტურებულია, რომ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელები მეოთხე პოზოციაზეც აუწევია, როგორც აბუ ჰუმაიდ ას-სა'იდის გადმოცემაში (აბუ დაუდთან და სხვებთან). ეს ხდებოდა სამ რაქათიან და ოთხ რაქათიან ლოცვებში პირველი თაშაჰჰუდიდან ადგომის დროს.
  3. ასევე დადასტურებულია, რომ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელებს ყურების დონემდე სწევდა, მათ შეხების გარეშე, როგორც ეს მაალიქ იბნ ალ-ჰუვაირის სანდო გადმოცემაშია აღწერილი: «რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც თაქბირს ამბობდა, ხელებს ისე სწევდა, რომ ისინი ყურების დონეს უტოლდებოდა».
  4. ათ-თასმიი'ის და ათ-თაჰმიიდის შერწყმა განკუთვნილია მხოლოდ იმამისთვის და მარტო მლოცველისთვის, ხოლო იმამის უკან მლოცველი ამბობს: რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ.
  5. რაც შეეხება სიტყვების "ღმერთო ჩვენო, შენ გეკუთვნის ქება!"/რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ/ წარმოთქმას მოხრის შემდეგ, მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სარწმუნო გზით გადმოცემულია ამ ფრაზის ოთხი ვარიაცია. ეს ერთ-ერთი მათგანია, და უმჯობესია, თუ ადამიანი გამოიყენებს ამ ვარიაციებს, ხან ერთს წარმოთქვამს და ხან მეორეს.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية