1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ო, ხალხო, ფრთხილად იყავით რელიგიაში გადაჭარბებისგან, რადგან ნამდვილად, თქვენამდე მცხოვრებნი რელიგიაში გადაჭარბებამ დაღუპა!

عَنْ ابْنِ عَبَّاسٍ رضي الله عنهما قَالَ:
قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ غَدَاةَ الْعَقَبَةِ وَهُوَ عَلَى نَاقَتِهِ: «الْقُطْ لِي حَصًى» فَلَقَطْتُ لَهُ سَبْعَ حَصَيَاتٍ، هُنَّ حَصَى الْخَذْفِ، فَجَعَلَ يَنْفُضُهُنَّ فِي كَفِّهِ وَيَقُولُ: «أَمْثَالَ هَؤُلَاءِ فَارْمُوا» ثُمَّ قَالَ: «أَيُّهَا النَّاسُ، إِيَّاكُمْ وَالْغُلُوَّ فِي الدِّينِ، فَإِنَّما أَهْلَكَ مَنْ كَانَ قَبْلَكُمْ الْغُلُوُّ فِي الدِّينِ».

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით, როცა ის ქვების სროლის დღისთვის მთავარ სვეტთან იმყოფებოდა და თავის აქლემზე იჯდა, თქვა: «შემიგროვე ქვები». მე შევუგროვე მას შვიდი ქვა, რომლებიც სროლისთვის შესაფერისი იყო. მან ისინი ხელში აამოძრავა (რათა მტვერი მოეცილა) და თქვა: «ისროლეთ ასეთი ქვები». შემდეგ თქვა: «ო, ხალხო, ფრთხილად იყავით რელიგიაში გადაჭარბებისგან, რადგან ნამდვილად, თქვენამდე მცხოვრებნი რელიგიაში გადაჭარბებამ დაღუპა!»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ, ალ-ნასაიმ და აჰმადმა სუნან იბნ მააჯაჰ - 3029

განმარტება

იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ჰყვება, რომ ის ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად იყო მსხვერპლშეწირვის დღეს, დილას, როცა მოვიდა ქვების სროლის დრო მთავარ ბოძზე (ჯამრათულ 'აყაბა), გამოსამშვიდობებელი ჰაჯობის დროს, და მან უბრძანა, რომ მისთვის შეეგროვებინა ქვები მომავალი სროლისთვის. მან მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეაგროვა შვიდი კენჭი, ბარდის მარცვლის ან თხილის ზომის, და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისინი თავის ხელისგულზე მოათავსა, შემდეგ კი დაიწყო მათი ამოძრავება ხელში და თქვა: ასეთი ზომის ქვები გამოიყენეთ სროლისას, ამის შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა გადაჭარბების, ზედმეტი სიმკაცრისა და ექსტრემიზმისკენ მიდრეკილებისგან რელიგიურ საქმეებში, რადგან წარსულში მცხოვრები ხალხები სწორედ უკიდურესობამ, გადაჭარბებულობამ და რელიგიაში ზედმეტმა სიმკაცრემ დაღუპა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალულია გადაჭარბება რელიგიაში, რადგან მისი შედეგები საზიანოა. ეს არის განადგურების ერთ-ერთი მიზეზი.
  2. ჩვენამდე არსებული ხალხების მაგალითის გათვალისწინება, რათა თავიდან ავიცილოთ მათი შეცდომები.
  3. სუნნაზე მიბაძვის წახალისება.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية