1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი "შენ ჩვენი ბატონი ხარ". მან თქვა: «ბატონი არის ალლაჰი». ჩვენ ვუთხარით: "შენ ხარ ჩვენ შორის საუკეთესო და ყველაზე პატივსაცემი". მაშინ მან თქვა: «თქვით ის, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, ან თქვით ნაწილი იმისა, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, მაგრამ [არ გადააჭარბოთ და] ნუ მისცემთ შაიტანს შესაძლებლობას, რომ შეგიტყუოთ!

عَن عَبدِ الله بنِ الشِّخِّير رضي الله عنه قَالَ:
انْطَلَقْتُ في وَفدِ بَنِي عَامِرٍ إِلى رَسُولِ الله صلى الله عليه وسلم، فَقُلنا: أَنتَ سيّدُنَا، فقال: «السَّيدُ اللهُ»، قُلنا: وَأَفْضَلُنا فَضْلاً، وأعظَمُنا طَوْلاً، فقال: «قُولُوا بِقَولِكُم، أَو بَعضِ قولِكُم، وَلَا يَسْتَجْرِيَنَّكُم الشَّيطَانُ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ აშ-შახხირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«მე ჩავედი ბანუ ‘ამირის დელეგაციასთან ერთად ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჩვენ ვუთხარით: "შენ ჩვენი ბატონი ხარ". მან თქვა: «ბატონი არის ალლაჰი». ჩვენ ვუთხარით: "შენ ხარ ჩვენ შორის საუკეთესო და ყველაზე პატივსაცემი". მაშინ მან თქვა: «თქვით ის, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, ან თქვით ნაწილი იმისა, რასაც ჩვეულებრივ ამბობთ, მაგრამ [არ გადააჭარბოთ და] ნუ მისცემთ შაიტანს შესაძლებლობას, რომ შეგიტყუოთ!»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა სუნან აბი დაუდ - 4806

განმარტება

ხალხის ჯგუფი მივიდა მოციქულ მუჰამადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და როდესაც მასთან მივიდნენ, მათ მას შექებით გარკვეული სიტყვები უთხრეს, რაც მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ მოიწონა. მათ უთხრეს: «შენ ჩვენი ბატონი ხარ». მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უთხრა: «ბატონი ალლაჰია». ბატონობა სრულად ალლაჰს ეკუთვნის მის ქმნილებებზე, ხოლო ისინი მისი მონებია. მათ უთხრეს: "შენ ჩვენგან ყველაზე აღმატებული ხარ კეთილშობილებით, ყველაზე მაღლა მდგომი ხარ წოდებით, პატივითა და ღირსებით". „შენ ჩვენგან ყველაზე მაღალი ადგილი გაქვს ჩვენს შორის", ანუ ყველაზე გულუხვი, აღმატებული და ღირსეული ხარ. შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ ურჩია, დაეცვათ თავიანთი ჩვეული საუბრის მანერა და არ გადაეჭარბათ სიტყვებში. ასევე, გააფრთხილა, რომ არ მიეცათ შანსი სატანისთვის, რომ გადაეყვანა ისინი უკიდურესობებში და გადაჭარბებულ ქებაში, რამაც შეიძლება შეიყვანოს აკრძალული შირქისკენ (მრავალღმერთიანობისკენ) და მისკენ მიმავალი გზებისკენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი თანამოაზრეები დიდად აფასებდნენ და უდიდეს პატივს სცემდენ.
  2. აკრძალვა გადაჭარბებაზე სიტყვებში და მოწოდება ზომიერებისკენ.
  3. თავჰიდის დაცვა იმ სიტყვებისა და საქმეებისგან, რომლებიც მას არღვევენ.
  4. ქებაში უკიდურესობის აკრძალვა, რადგან ეს სატანის გზებიდან ერთ-ერთია.
  5. ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამის შვილების ბატონია, ხოლო ჰადისში ნათქვამი მისი თავმდაბლობის გამოხატულებაა და იმის შიშით, რომ მათ მასში(მოციქულთან დაკავშირებით) უკიდურესობაში არ გადავარდნოდნენ.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية