1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი , ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო

عَنْ مُعَاذِ بْنِ جَبَلٍ رضي الله عنه:
أَنَّ رَسُولَ صَلَّى عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَخَذَ بِيَدِهِ، وَقَالَ: «يَا مُعَاذُ، وَاللَّهِ إِنِّي لَأُحِبُّكَ»، فَقَالَ: «أُوصِيكَ يَا مُعَاذُ لَا تَدَعَنَّ فِي دُبُرِ كُلِّ صَلَاةٍ تَقُولُ: اللَّهُمَّ أَعِنِّي عَلَى ذِكْرِكَ وَشُكْرِكَ وَحُسْنِ عِبَادَتِكَ».

მუ'ააზ იბნ ჯაბალ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მისი ხელი და უთხრა: «ო, მუ‘აზ, ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ». შემდეგ უთხრა: «გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა: "ო, ალლაჰ, დამეხმარე, რომ გიხსენო, მადლობა გადაგიხადო და საუკეთესოდ გეთაყვანო"».

სანდო (საჰიჰ) رواه أبو داود والنسائي وأحمد სუნან აბი დაუდ - 1522

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აიღო მუ‘აზის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ხელი და უთხრა: ვფიცავ ალლაჰს, მე ნამდვილად მიყვარხარ. და გირჩევ, ო, მუ‘აზ, ნუ გამოტოვებ ყოველი ლოცვის ბოლოს წარმოთქვა სიტყვები: (ო, ალლაჰ, დამეხმარე, შენს გახსენებაში) ყველა იმ სიტყვასა და საქმეში, რაც დამაახლოვებს შენს მორჩილებასა და კმაყოფილებას, (და მადლობა გადაგიხადო) იმ წყალობებისთვის, რომლებიც მომმადლე, და განსაცდელებისთვის, რომლებიც მომაშორე, (და საუკეთესოდ გეთაყვანო), რაც მოიცავს ალლაჰისთვის გულწრფელობასა და მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიყოლას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დაშვებულია ალლაჰისთვის სიყვარულის გამოხატვა ვინმეს მიმართ.
  2. სასურველია ამ ვედრების კითხვა ყოველი სავალდებულო და ნებაყოფლობითი ლოცვის შემდეგ.
  3. ამ ვედრებაში ამ მოკლე სიტყვებით მოცულია, როგორც ამქვეყნიური, ასევე საიქიო მოთხოვნები.
  4. ალლაჰის გზაზე სიყვარულის სარგებელი მოიცავს სიმართლის რჩევას, ერთმანეთის დარიგებას და სიკეთესა და ღვთისმოსაობაში დახმარებას.
  5. ატ-ტიიბიმ თქვა: «ალლაჰის ხსენება გულის სიმშვიდის წინაპირობაა, მისი მადლიერება წყალობების მიღების საშუალებაა, ხოლო საუკეთესო თაყვანისცემაში იგულისხმება იმ ყველაფრისგან გათავისუფლება, რაც ალლაჰისგან გაშორებს».

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية