1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება

عَنْ سُلَيْمَانَ بْنِ صُرَدٍ رضي الله عنه قَالَ:
كُنْتُ جَالِسًا مَعَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَرَجُلاَنِ يَسْتَبَّانِ، فَأَحَدُهُمَا احْمَرَّ وَجْهُهُ، وَانْتَفَخَتْ أَوْدَاجُهُ، فَقَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «إِنِّي لَأَعْلَمُ كَلِمَةً لَوْ قَالَهَا ذَهَبَ عَنْهُ مَا يَجِدُ، لَوْ قَالَ: أَعُوذُ بِاللَّهِ مِنَ الشَّيْطَانِ، ذَهَبَ عَنْهُ مَا يَجِدُ» فَقَالُوا لَهُ: إِنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ: «تَعَوَّذْ بِاللَّهِ مِنَ الشَّيْطَانِ»، فَقَالَ: وَهَلْ بِي جُنُونٌ؟

გადმოცემულია სულეიმაან იბნ სურადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვიჯექი, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისერზე ვენები დაებერა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება». მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან». მაგრამ მან უპასუხა: 'მე გიჟი ვარ, რომ ამის თქმა მჭირდებოდეს'?»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3282

განმარტება

ორი ადამიანი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინაშე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდა და სიტყვიერად ჩხუბობდა. ერთ-ერთ მათგანს სახე გაუწითლდა და კისრის გარშემო ვენები დაებერა.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ ეს გაბრაზებული ადამიანი იტყვის, მისი გაბრაზება გაქრება. თუ ის იტყვის: ა'უზუბილლაჰი მინა შაიტანი რრაჯიიმ (შევაფარებ თავს ალლაჰს, შაიტნისგან დაწყველილისგან), მისი გაბრაზება გაქრება.
მათ უთხრეს: მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: 'შეაფარე თავი ალლაჰს შაიტნისგან.'
მან თქვა: "მე გიჟი ვარ?!“ და ეგონა, რომ მხოლოდ ის, ვისაც სიგიჟე აწუხებს, ითხოვს თავშესაფარს შაიტნისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუდამ ზრუნავდა გზამკვლევისა და ხელმძღვანელობის მიცემაზე, როცა ამის მიზეზი არსებობდა.
  2. სიბრაზე სატანისგანაა.
  3. ბრძანება, რომ უნდა ითხოვო დაცვა დაწყევლილი შაიტნისგან რისხვის დროს. როგორც ამბობს უზენაესი ალლაჰი: «თუ შაიტნისგან რაიმე ცდუნება შენს მიმართ გამოჩნდება, შეაფარე თავი ალლაჰს...» (სურა ალ-ა'რაფ, 7:200).
  4. გაფრთხილება შეურაცხყოფისა და მისი მსგავსი საქციელისგან, როგორიცაა წყევლა, ლანძღვა და მათგან თავის არიდება, რადგან ისინი ადამიანებს შორის შუღლსა და ბოროტებას იწვევს.
  5. რჩევის გადაცემა მათთვის, ვისაც ის არ მოუსმენია, რათა ისარგებლონ მისით.
  6. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებდა გაბრაზების შესახებ, რადგან ის ბოროტებასა და სიჩქარეს უწყობს ხელს. ხოლო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ბრაზდებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ალლაჰის წმინდა საზღვრები ირღვეოდა, და ეს არის ქების ღირსი გაბრაზება.
  7. იმამ ან-ნავავიმ თქვა სიტყვებზე: «განა გიჟი ვარ?: შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო მუნაფიყი (ორპირი) ან უდაბნოს უხეში ბედუინი».

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية