1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს?

عَنْ أَبِي الدَّرْدَاءِ رضي الله عنه قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«أَلاَ أُنَبِّئُكُمْ بِخَيْرِ أَعْمَالِكُمْ، وَأَزْكَاهَا عِنْدَ مَلِيكِكُمْ، وَأَرْفَعِهَا فِي دَرَجَاتِكُمْ وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ إِنْفَاقِ الذَّهَبِ وَالوَرِقِ، وَخَيْرٌ لَكُمْ مِنْ أَنْ تَلْقَوْا عَدُوَّكُمْ فَتَضْرِبُوا أَعْنَاقَهُمْ وَيَضْرِبُوا أَعْنَاقَكُمْ؟» قَالُوا: بَلَى. قَالَ: «ذِكْرُ اللهِ تَعَالَى».

აბი ად-დარდააისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«გინდათ, რომ გაგაგებინოთ თქვენი საქმეებიდან საუკეთესო, ყველაზე წმინდა, რაც ყველაზე მეტად ზრდის თქვენს ჯილდოს თქვენი მბრძანებლის წინაშე და ყველაზე მეტად აამაღლებს თქვენს ხარისხს? ეს საქმე სჯობს ოქროსა და ვერცხლის დახარჯვას და უკეთესია, ვიდრე მტრის წინაშე გამოსვლა, სადაც თქვენ მათ თავს მოჰკვეთთ და ისინი თქვენსას მოჰკვეთენ». ხალხმა თქვა: «რა თქმა უნდა». მან თქვა: «ეს არის ყოვლისშემძლე ალლაჰის მოხსენიება».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან ალ-თირმიზი - 3377

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა თავის საჰაბებს:
გსურთ, რომ შეგატყობინოთ საქმეებზე, რომლებიც საუკეთესოა, ყველაზე ღირსეული, ყველაზე დიდი ჯილდოს მომტანი და ყველაზე სუფთა ალლაჰის, ყოვლისშემძლე და დიადი მბრძანებლის წინაშე?
და რომლებიც საუკეთესოდ უწყობენ ხელს თქვენი ხარისხების ამაღლებას სამოთხეში?
და უკეთესია თქვენთვის, ვიდრე ოქროსა და ვერცხლის ქველმოქმედებაში დახარჯვა?
და უკეთესია თქვენთვის, ვიდრე ურწმუნოებთან ბრძოლაში შეხვედრა, სადაც თქვენ მოჰკვეთთ მათ თავებს და ისინი მოჰკვეთენ თქვენსას?
საჰაბებმა თქვეს: დიახ, გვინდა ეს.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდბა მას) თქვა: "ეს არის ალლაჰის ხსენება ყველა დროს, ყველა მდგომარეობასა და ყველა სიტუაციაში".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის ხსენების მუდმივობა, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად, უზენაეს ალლაჰთან ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სასარგებლო მორჩილებაა.
  2. ყველა საქმე დაწესებულია უზენაესი ალლაჰის ხსენების დასამყარებლად. {და აღავლინე ლოცვა ჩემი გახსენებისთვის}. თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ჭეშმარიტად, ქააბას გარშემო ტავაფის, საფასა და მარვას შორის სიარულისა და ჯამარათის კენჭების სროლის მიზანი არის უზენაესი ალლაჰის ხსენების დამკვიდრება». გადმოსცა აბუ დააუდმა და ათ-თირმიზიმ.
  3. თქვა ალ'იზზუ იბნ ალ-სალაამმა თავის "ყავაიდში": "ამ ჰადისის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ თაყვანისცემის ყველა სახეობაზე დაჯილდოება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დაიღალა ის, ვინც მათ ასრულებს. ხდება ისეც, რომ ყოვლისშემძლე ალლაჰი მცირე საქმეებისთვის უფრო დიდ ჯილდოს ანიჭებს, ვიდრე დიდ საქმეებისთვის. ჯილდო დამოკიდებულია მათი ღირსების ხარისხზე".
  4. თქვა ალ-მანაავიმ თავის ნაშრომში "ფაიდ ალ-ყადიირ": "ეს ჰადისი იმაზე მიანიშნებს, რომ ალლაჰის ხსენება საუკეთესო იყო იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც ის იყო მიმართული. თუმცა, თუ საუბარი წარიმართებოდა მამაც მებრძოლზე, რომლის ბრძოლაში მონაწილეობა ისლამს სარგებელს მოუტანდა, მასზე ჯიჰადი ითქმებოდა. თუ ეს იქნებოდა მდიდარი ადამიანი, რომლის ქონებაც სარგებელს მოუტანდა ღარიბებს, მას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. თუ ეს იქნებოდა ადამიანი, რომელსაც მექქაში მოსალოცად წასვლა შეუძლია, მისთვის ჰაჯობის შესრულებისკენ მოუწოდებდნენ. ხოლო ის, ვისაც ჰყავს მშობლები, მას მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ. ამგვარად ხდება ჰადისების ერთმანეთთან შეთანხმება".
  5. ზიქრის (ალლაჰის ხსენების) ყველაზე სრულყოფილი ფორმა ის არის, როდესაც მას ენა წარმოთქვამს გულთან ჩაღრმავებული გააზრებით. შემდეგ მოდის ზიქრი, რომელიც მხოლოდ გულით სრულდება, მაგალითად, დაფიქრება. შემდეგ მოდის ზიქრი, რომელიც მხოლოდ ენით სრულდება. თითოეულ მათგანზე არის ჯილდო, უზენაესი ალლაჰის სურვილით.
  6. როდესაც მუსლიმი რეგულარულად იყენებს ალლაჰის ხსენების სიტყვებს, რომლებიც კონკრეტულ ვითარებებთან არის დაკავშირებული, მაგალითად, დილის ან საღამოს დადგომისას, მეჩეთში, სახლში ან საპირფარეშოში შესვლა და გამოსვლა და სხვა მსგავსი შემთხვევები, ის ხდება ერთ-ერთ იმათგან, ვინც ალლაჰს ხშირად ახსენებს.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية