1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი შენ თქვი ისეთი სიტყვა, რომ თუ ის ზღვის წყალს შეერეოდა, მთლიანად გააფუჭებდა მას

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المؤْمنينَ رَضيَ اللهُ عنها قَالَت:
قُلْتُ لِلنَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: حَسْبُكَ مِنْ صَفِيَّةَ كَذَا وَكَذَا، -قَالَ أَحدُ الرُّوَاةِ: تَعْنِي قَصِيرَةً- فَقَالَ: «لَقَدْ قُلْتِ كَلِمَةً لَوْ مُزِجَتْ بِمَاءِ الْبَحْرِ لَمَزَجَتْهُ» قَالَتْ: وَحَكَيْتُ لَهُ إِنْسَانًا، فَقَالَ: «مَا أُحِبُّ أَنِّي حَكَيْتُ إِنْسَانًا وَأَنَّ لِي كَذَا وَكَذَا».

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«ერთხელ ვუთხარი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "საკმარისია შენთვის საფია ასეთი და ასეთი", (ერთი გადმომცემის მიხედვით, იგულისხმებოდა მისი დაბალი სიმაღლე). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შენ თქვი ისეთი სიტყვა, რომ თუ ის ზღვის წყალს შეერეოდა, მთლიანად გააფუჭებდა მას». შემდეგ აიშა ამბობს: "მე მივბაძე (მოძრაობებით ან ჟესტებით) ერთ ადამიანს, ხოლო მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «მე არ მიყვარს, რომ ვინმეს მივბაძო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ამას და ამას მომცემდნენ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა სუნან აბი დაუდ - 4875

განმარტება

მორწმუნეების დედამ უთხრა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): შენთვის საკმარისია საფიადან (მისი ნაკლის ხსენებისთვის) იგულისხმებოდა, რომ მისი ფიზიკური ნაკლი ის არის, რომ იგი დაბალია. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): შენ ისეთი სიტყვა თქვი, რომ თუ ის ზღვის წყალს შეერეოდა, მას გადაფარავდა, შეცვლიდა და გააფუჭებდა და აიშა განაგრძობს: "ერთხელ, ვინმეს ქცევას დავემსგავსე მისი დამცირების მიზნით". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: არასდროს ვისურვებდი, რომ ვინმეს ნაკლზე მესაუბრა, ან მიმბაძველობა გამომეჩინა მისი დამცირების მიზნით, თუნდაც ამის სანაცვლოდ ამ ქვეყნის დიდი სიმდიდრე მოეცათ ჩემთვის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ცილისწამებისგან (ღიიბათისგან) გაფრთხილება და დაშინება.
  2. ადამიანების იმიტაცია და მათი ქცევის გაორება მათ დასამცირებლად და შეურაცხყოფისთვის – აკრძალული ღიიბას (ცილისწამების) ნაწილია.
  3. ფიზიკური ნაკლოვანებების აღწერა ღიიბას ნაწილია.
  4. ალ-ყაადიმ თქვა: «"მიზაჯ" ნიშნავს შერევას და შეცვლას, სხვა რაიმის დამატებით. ამ ჰადისის მნიშვნელობა ისაა, რომ ეს ღიიბა (ზურგს უკან ლაპარაკი), თუ ზღვის წყალს შეერეოდა, მას მთლიანად შეცვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა დიდია და უხვი წყალი აქვს. მაშ, როგორ უნდა იყოს საქმე, როცა მცირე კეთილი საქმეები მას (ღიიბას) შეერევა».
  5. ცოლებს შორის შურის (ეჭვიანობის) გამოვლენის ზოგიერთი მაგალითი.
  6. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ ამტკიცებდა და არ ეთანხმებოდა არასწორ და დაუშვებელ საქციელს.
  7. ამქვეყნიური ცხოვრების და მასში არსებული ყველაფრის უმნიშვნელობად მიჩნევა, როდესაც იგი ალლაჰის მადლსა და მის უკმაყოფილებას შეედრება.
  8. ისლამი კეთილი ზნეობის რელიგიაა. მან უბრძანა, რომ ადამიანთა ღირსება დაცული იყოს როგორც სიტყვით, ისე ქმედებით, რადგან მისი დარღვევა მტრობასა და შუღლს იწვევს მუსლიმებს შორის.

თარგმნების ჩვენება

43 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية