1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი

‌عَنْ ‌أَبِي ‌ذَرٍّ، ‌جُنْدُبِ ‌بْنِ ‌جُنَادَةَ، ‌وَأَبِي ‌عَبْدِ ‌الرَّحْمَنِ، ‌مُعَاذِ بْنِ جَبَلٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا عَنْ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«اتَّقِ اللَّهَ حَيْثُمَا كُنْت، وَأَتْبِعْ السَّيِّئَةَ الْحَسَنَةَ تَمْحُهَا، وَخَالِقْ النَّاسَ بِخُلُقٍ حَسَنٍ».

გადმოცემულია აბუ ზარ ჯუნდუბ იბნ ჯუნაადასგან, და აბუ აბდურრაჰმანისგან, მუ'აზ იბნ ჯაბალისგან (ალლაჰი იყოს მათითთ კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«გეშინოდეს ალლაჰის ყველგან, სადაც არ უნდა იყო. ცუდი საქციელის შემდეგ კეთილი საქციელი ჩაიდინე — ის გააუქმებს მას. და ადამიანებს კეთილი ზნეობით მოექეცი».

قال الترمذي: حديث حسن გადმოსცა ალ-თირმიზიმ الأربعون النووية - 18

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სამ რამეს გვიბრძანებს: პირველი: ალლაჰის შიში, რაც გამოიხატება ვალდებულებების შესრულებაში და აკრძალულთა მიტოვებაში ყველგან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მდგომარეობაში — ფარულადაც და ღიადაც, კეთილდღეობაში თუ გამოცდაში და სხვა მსგავსში. მეორე: თუ ბოროტი საქმე ჩაიდინე, შემდეგ კეთილი საქმე გააკეთე: ლოცვა, ქველმოქმედებ, სიკეთე, ნათესაურ კავშირებზე ზრუნვა, მონანიება და სხვა მსგავსი, რადგან ეს შლის ცუდ საქმეს (ცოდვებს). მესამე: ადამიანებთან მოიქეცი კარგი ზნეობით: გაუღიმე მათ, იყავი რბილი და კეთილი, გამოავლინე სიკეთე და შეიკავე თავი ზიანის მიყენებისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის, უზენაესის და ყოვლისშემძლის, დიდი წყალობა მონებზე გამოიხატება მის მოწყალებაში, მიტევებასა და შემწყნარებლობაში.
  2. ამ ჰადისში მოცემულია სამი სახის უფლება: ალლაჰის უფლება — ღვთის შიშით, საკუთარი თავის უფლება — ბოროტი საქმის შემდეგ კეთილი საქმის შესრულებით, და ადამიანთა უფლება — მათთან კეთილი მოპყრობით.
  3. კეთილი საქმეების ჩადენის წახალისება ბოროტი საქციელის შემდეგ, ისევე როგორც კეთილი ზნეობა — ღვთისშიშის თვისებებია. თუმცა ისინი ცალკე არიან აღნიშნული, რადგან საჭიროა მათი მნიშვნელობის განმარტება.

თარგმნების ჩვენება

49 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
SQ Shqip ალბანური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
KMR Kurmancî الكرمنجية