1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზურგი აქცია იმას, ვინც ხმამაღლა მოთქვამს, თავს იპარსავს და საკუთარ სამოსს იგლეჯს

عَن أَبِي بُرْدَةَ بْنِ أَبِي مُوسَى رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ:
وَجِعَ أَبُو مُوسَى وَجَعًا شَدِيدًا، فَغُشِيَ عَلَيْهِ وَرَأْسُهُ فِي حَجْرِ امْرَأَةٍ مِنْ أَهْلِهِ، فَلَمْ يَسْتَطِعْ أَنْ يَرُدَّ عَلَيْهَا شَيْئًا، فَلَمَّا أَفَاقَ، قَالَ: أَنَا بَرِيءٌ مِمَّنْ بَرِئَ مِنْهُ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، إِنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ بَرِئَ مِنَ الصَّالِقَةِ وَالحَالِقَةِ وَالشَّاقَّةِ.

გადმოცემულია აბუ ბურდა იბნ აბუ მუსასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«აბუ მუსა ძალიან ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა და გული წაუვიდა. მას ამ დროს თავის ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ქალის კალთაში ჰქონდა თავი, და მან ვერ შეძლო მისთვის (ამ ქალისთვის) რაიმე პასუხი გაეცა, როდესაც გონს მოვიდა თქვა: მე განვუდექი იმას, ვისაც განუდგა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზურგი აქცია იმას, ვინც ხმამაღლა მოთქვამს, თავს იპარსავს და საკუთარ სამოსს იგლეჯს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1296

განმარტება

აბუ ბურდა მოგვითხრობს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) ძალიან ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა და გონება დაკარგა, ამ დროს მას ოჯახიდან ერთ-ერთი ქალის კალთაში ჰქონდა თავი, ქალმა იკივლა და მოთქმა დაიწყო, აბუ მუსამ კი ვერაფერი უპასუხა მას გულის წასვლის გამო. გონს მოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ განუდგა იმას, რისგანაც განუდგა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ხოლო ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განუდგა შემდეგ ადამიანებს: ხმამაღლა მომთქმელს: ქალი, რომელიც რაიმე უბედურების ჟამს ხმამაღლა იწყებს მოთქმას. თმების მპარსავს: ქალი, რომელიც რაიმე უბედურების ჟამს თმებს იპარსავს ან იჭრის. ტანსაცმლის შემომხევს: ქალი, რომელიც რაიმე უბედურების ჟამს ტანსაცმელს იხევს. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უმეცართა პერიოდის ჩვევებია, პირიქით უბედურების ჟამს უნდა მოხდეს მოთმინების გამოჩენა და ამ უბედურებისგან მადლის მოლოდინი ალლაჰისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალულია ტანსაცმლის შემოხევა, თმების შეჭრა და ხმამაღლა მოთქმა უბედურების ჟამს. ეს ყველაფერი დიდი ცოდვებიდანაა.
  2. დარდი და ტირილი ხმის აწევის და მოთქმის გარეშე არ არის აკრძალული, ეს მოთმინების გამომრიცხავი არ არის ალლაჰის ბედისწერის დროს, არამედ ეს არის წყალობა.
  3. ალლაჰის მიერ გამოგზავნილ მტკივნეულ ბედისწერაზე სიბრაზის გამოხატვა სიტყვებით ან ქმედებებით არის აკრძალული.
  4. უბედურების ჟამს მოთმინების გამოჩენა აუცილებელია.

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية