1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს

عَنْ أبي سَعيدٍ الخُدريَّ رضي الله عنه قال: قال رسولُ الله صلَّى الله عليه وسلم ِ:
«إزْرَةُ المُسْلمِ إلى نصفِ السَّاق، وَلَا حَرَجَ -أو لا جُنَاحَ- فيما بينَهُ وبينَ الكعبينِ، وما كان أسفلَ منَ الكعبين فهو في النار، مَن جرَّ إزارَهُ بطرًا لم يَنْظُرِ اللهُ إليه».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან აბი დაუდ - 4093

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმი მამაკაცის იზარს (სამოსი, რომელიც ქვედა სხეულს ფარავს) აქვს სამი მდგომარეობა: პირველი: სასურველი – რომ იზარი იყოს წვივის შუამდე. მეორე: ნებადართული უკმაყოფილების გარეშე – ანუ ის, რაც წვივის შუაზე ქვემოთაა, მაგრამ კოჭებამდე (კოჭები – ის გამოყოფილი ძვლებია, რომლებიც წვივისა და ტერფის შეერთების ადგილას მდებარეობს). მესამე: აკრძალული – როდესაც სამოსი კოჭებზე დაბლაა. ასეთი ადამიანის მიმართ არის შიში, რომ მას ცეცხლი შეეხება. ხოლო თუ ამას აკეთებს ამპარტავნობის, სიამაყისა და გათავხედების გამო, ალლაჰი მას არ შეხედავს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს თვისება და ეს მუქარა მამაკაცებს ეხება, ხოლო ქალები ამ შემთხვევიდან გამონაკლისნი არიან, რადგან მათ ებრძანებათ სრულიად დაფარონ თავიანთი სხეული.
  2. ყველაფერი, რაც მამაკაცების სხეულის ქვედა ნაწილს ფარავს, იზარის სახელით იწოდება, როგორიცაა შარვლები, სამოსი და სხვა. ეს ყველაფერი შედის იმ შარიათულ სამართლებრივ განკარგულებებში, რომლებიც ამ ჰადისშია ნახსენები.

თარგმნების ჩვენება

44 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
YO Yorùbá იორუბა
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية