1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი რომელმა მუსლიმმაც არ უნდა მიმართოს ალლაჰს თხოვნით, რომელშიც არ არის ცოდვა და რომელიც არ არღვევს ნათესაურ კავშირებს, ალლაჰი მას აუცილებლად სამიდან ერთ-ერთს უბოძებს: ან მას ამქვეყნად მიანიჭებს იმას, რასაც ის ითხოვს, ან მას ახირეთისთვის შეუნახავს, რათა იქ დააჯილდოვოს ამის სანაცვლოდ, ან მოაცილებს მისგან იგივეს ტოლფას ბოროტებას». საჰაბებმა ჰკითხეს: "მაშინ ჩვენ უფრო მეტს შევევედრებით ალლაჰს!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ალლაჰთან [ამასთან შედარებით] კიდევ უფრო მეტი არის

عَنْ أَبِي سَعِيدٍ رضي الله عنه أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَا مِنْ مُسْلِمٍ يَدْعُو بِدَعْوَةٍ لَيْسَ فِيهَا إِثْمٌ، وَلَا قَطِيعَةُ رَحِمٍ، إِلَّا أَعْطَاهُ اللهُ بِهَا إِحْدَى ثَلَاثٍ: إِمَّا أَنْ تُعَجَّلَ لَهُ دَعْوَتُهُ، وَإِمَّا أَنْ يَدَّخِرَهَا لَهُ فِي الْآخِرَةِ، وَإِمَّا أَنْ يَصْرِفَ عَنْهُ مِنَ السُّوءِ مِثْلَهَا» قَالُوا: إِذنْ نُكْثِرُ، قَالَ: «اللهُ أَكْثَرُ».

გადმოცემულია აბუ სა'იდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«რომელმა მუსლიმმაც არ უნდა მიმართოს ალლაჰს თხოვნით, რომელშიც არ არის ცოდვა და რომელიც არ არღვევს ნათესაურ კავშირებს, ალლაჰი მას აუცილებლად სამიდან ერთ-ერთს უბოძებს: ან მას ამქვეყნად მიანიჭებს იმას, რასაც ის ითხოვს, ან მას ახირეთისთვის შეუნახავს, რათა იქ დააჯილდოვოს ამის სანაცვლოდ, ან მოაცილებს მისგან იგივეს ტოლფას ბოროტებას». საჰაბებმა ჰკითხეს: "მაშინ ჩვენ უფრო მეტს შევევედრებით ალლაჰს!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ალლაჰთან [ამასთან შედარებით] კიდევ უფრო მეტი არის».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა მუსნად აჰმად - 11133

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო: ჭეშმარიტად მუსლიმი როცა ევედრება ალლაჰს და სთხოვს მას რაიმეს, ეს თხოვნა კი ცოდვას არ მოიცავს, მაგალითად რომ შეევედროს ცოდვის ჩადენის და უსამართლობის გამარტივება, არ ევედრება ნათესაური კავშირების გაწყვეტას; მაგალითად, რომ დასწყევლოს მისი შვილები ან ახლო ნათესავები, გარდა ამ ორი შემთხვევისა ალლაჰი აუცილებლად უპასუხებს მის ვედრებას, სამიდან ერთ-ერთი ფორმით: ან უპასუხებს მის ვედრებას და მისცემს იმას, რაც სთხოვა. ან გადაუვადებს უზენაესი ალლაჰი განკითხვის დღეს და მისცემს საფასურს საფეხურების ამაღლებით, ან წყალობით, ან ცოდვების მიტევებით. ან ააშორებს თავიდან გაკეთებული ვედრების ტოლფას ამქვეყნიურ უბედურებას. საჰაბები შეეკითხნენ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): მაშ, ხშირად აღვავლინოთ ვედრება, რათა მოვიპოვოთ ამ წყალობათაგან ერთ-ერთი? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: რასაც ალლაჰი ფლობს უფრო მეტი და უფრო დიადია, ვიდრე თქვენი სათხოვარი, მისი წყალობა უშრეტია და ამოუწურავი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმის ვედრება შესმენილი იქნება და არ დარჩება პასუხგაუცემელი, მაგრამ თავისი პირობებით და ადაბით(წესებით); ამიტომ საჭიროა მორწმუნემ ხშირად გააკეთოს ვედრება და არ იჩქაროს პასუხის მიღებაში.
  2. ვედრებაზე გაცემული პასუხი მხოლოდ შევედრებულის მოპოვებით არ შემოიფარგლება; არამედ შესაძლებელია ამ ვედრებით მან უბედურება აიცილოს თავიდან, ან მისი მადლი იმიერ ქვეყანაში მიიღოს.
  3. იბნ ბაზმა თქვა: «დაჟინება, ღმერთის მიმართ დადებითი ზრახვები და იმედის არ დაკარგვა არის ვედრების შესმენის ყველაზე დიდი წინაპორობა. აუცილებელია, ადამიანი დაჟინებით აღავლენდეს ვედრებას, და იყოს დადებითად განწყობილი უზენაესი ალლაჰის მიმართ, და იცოდეს, რომ ის არის ყოვლისმცოდნე, ბრძენი. ზოგჯერ ღმერთი თავისი სიბრძნით მაშინვე პასუხობს ვედრებას, ზოგჯერ კი უგვიანებს თვისი სიბრძნიდან გამომდინარე, ზოგჯერაც კი იმაზე უკეთესს აძლევს, ვიდრე მან სთხოვა».

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية