1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჯდაში ყოფნისას ამბობდა: «ღმერთო ჩემო, მომიტევე ჩემი ყველა ცოდვა, პატარა თუ დიდი, პირველი და უკანასკნელი, აშკარა და დაფარული». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ზანბიი ქულლაჰუ დიყყაჰუ, ვა ჯილლაჰუ ვა ავვალაჰუ ვა აახირაჰუ ვა 'ალაანიითაჰუ ვა სირრაჰუ/

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه:
أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ يَقُولُ فِي سُجُودِهِ: «اللهُمَّ اغْفِرْ لِي ذَنْبِي كُلَّهُ دِقَّهُ، وَجِلَّهُ، وَأَوَّلَهُ وَآخِرَهُ وَعَلَانِيَتَهُ وَسِرَّهُ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჯდაში ყოფნისას ამბობდა: «ღმერთო ჩემო, მომიტევე ჩემი ყველა ცოდვა, პატარა თუ დიდი, პირველი და უკანასკნელი, აშკარა და დაფარული». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ზანბიი ქულლაჰუ დიყყაჰუ, ვა ჯილლაჰუ ვა ავვალაჰუ ვა აახირაჰუ ვა 'ალაანიითაჰუ ვა სირრაჰუ/

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 483

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჯდაში ევედრებოდა ღმერთს და ამბობდა: (ღმერთო ჩემო მომიტევე ჩემი ყველა ცოდვა) დაფარე ისინი და განმარიდე მათი შედეგები, მომმადლე მიტევება და მოწყალება, „პატარა“, ანუ უმნიშვნელო და ცოტაოდენი, „და დიდი“, მძიმე და მრავალრიცხოვანი, „პირველი“, ადრე ჩადენილი, „და უკანასკნელი“, და ის, რაც მათ შორისაა, „გაცხადებული და ფარული“, რომელთა შესახებ არავინ იცის, გარდა შენი, ყოვლადწმინდაო.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «ცოდვების მიტევების თხოვნა, დიდის თუ პატარის, მცირეს თუ ბევრის, პირველის და უკანასკნელის, დაფარულის და აშკარის, ეს არის ზოგადად და მოიცავს ყველაფერს, რადგან მას მოსდევს პატიება მსახურის მხრიდან რაც ჩაიდინა ცოდვებისგან, და რაც არ ჩაუდენია ჯერ კიდევ».
  2. სწავლულებმა თქვეს, რომ მცირე ცოდვები დიდ ცოდვებზე ადრეა მოხსენიებული, რადგან ვედრენაში მთხოვნელი, როგორც წესი, გადადის მცირედან უმთავრესისკენ. ასევე, იმიტომ, რომ მძიმე ცოდვები ხშირად მცირე ცოდვებში დაჟინებული მტკიცების და მათდამი გულგრილობის შედეგია. ანუ მცირე ცოდვები თითქოს გზას უხსნიან დიდ ცოდვებს, ამიტომ პირველ რიგში მათი აღიარება და გამოსწორება აუცილებელია.
  3. უზენაეს ალლაჰზე ვედრება, და მისგან თხოვნა ყველა ცოდვების მიტევებისთვის, დიდი თუ პატარა ცოდვებისთვის.
  4. ან-ნავავიმ თქვა: «მასში არის ვედრების აუცილებლობა და ვედრებაში ბევრი სიტყვების გამოყენემება, თუნდაც ეს სიტყვები ერთმანეთის სათქმელს ამბობდეს».

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية