عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«الدُّعَاءُ لاَ يُرَدُّ بَيْنَ الأَذَانِ وَالإِقَامَةِ».

ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«დუა (ვედრება), რომელიც წარმოთქმულია აზანსა და იყამას შორის, არ არის უარყოფილი».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ სუნან ალ-თირმიზი - 212

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა აზანსა და იყამას შორის დუას (ვედრების) დიდი ღირსება და აღნიშნა, რომ ის არ რჩება უპასუხოდ და აქვს ყველაზე დიდი შანსი მიღებისთვის. ამიტომ, მიმართეთ ალლაჰს თქვენი მოლოცვებით ამ კურთხეულ დროს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ დროის უპირატესობა ვედრებისთვის.
  2. როდესაც ის, ვინც წარმოთქვამს დუას, იცავს მისი წარმოთქმის წესებს, ირჩევს კურთხეულ ადგილებსა და დროს, თავს არიდებს ალლაჰის ურჩობას, ერიდება საეჭვოსა და დასაგმობს და თავის იმედებს ალლაჰზე ამყარებს, ის იმსახურებს, რომ მისი დუა მიღებული იყოს ალლაჰის ნებით.
  3. ალ-მუნავიმ, დუას მიღებაზე საუბრისას, აღნიშნა: "ეს ნიშნავს, რომ, დუას ყველა პირობის, საფუძვლებისა და წესების შესრულების შემდეგ, ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ თუ რაიმე არ იქნა დაცული, მან არ უნდა დაადანაშაულოს არავინ, გარდა საკუთარი თავისა".
  4. დუაზე პასუხი შეიძლება სამ ფორმად გამოვლინდეს: 1. თხოვნა დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდება. 2. ადამიანისგან იქნება განრიდებული ბოროტება, რომელიც თანაბარი იქნება მისი ვედრების მნიშვნელობასთან. 3. მისი თხოვნა შეინახება და გადაეცემა მას ჯილდოს სახით განკითხვის დღეს. ეს ყველაფერი ალლაჰის სიბრძნისა და წყალობის მიხედვით ხდება.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية