1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ عُمَرَ رضي الله عنهما قَالَ: كَانَ مِنْ دُعَاءِ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«اللهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ زَوَالِ نِعْمَتِكَ، وَتَحَوُّلِ عَافِيَتِكَ، وَفُجَاءَةِ نِقْمَتِكَ، وَجَمِيعِ سَخَطِكَ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებიდანაა:
«ო ალლაჰ, შენს შეგეფარები შენი სიკეთის დაკარგვისგან, შენი წყალობის ცვლილებისგან, შენი მოულოდნელი სასჯელისა და შენი ყოველი რისხვისგან».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2739

განმარტება

მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ითხოვა ოთხი მდგომარეობისგან:
პირველი: ო ალლაჰ, ვეძებ შენთან თავშესაფარს შენი წყალობის დაკარგვისგან, იქნება ეს რელიგიური თუ ამქვეყნიური. გთხოვ, გამამტკიცო ისლამზე და დამიფარე იმ ცოდვებისგან, რომლებიც მოწყალებას აქრობენ.
მეორე: შენი წყალობის გადაქცევა განსაცდელად; გთხოვ, დამიცავი შენი წყალობის მუდმივობით და დამიფარე ტკივილებისგან და დაავადებებისგან.
მესამე: მოულოდნელი სასჯელი ან უბედურება; რადგან როდესაც სასჯელი და განსაცდელი მოულოდნელად და უეცრად მოდის, არ რჩება დრო მონანიებისა და გამოსწორებისთვის, რაც უბედურებას კიდევ უფრო მძიმეს და რთულს ხდის.
მეოთხე: და შენი რისხვის გამომწვევი ყველა მიზეზი; რადგან ვისზეც შენ განრისხდები, ის დაღუპული და წარუმატებელია.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოიყენა სიტყვების ერთობლიობა, რათა მოიცავდეს უზენაესი ალლაჰის რისხვის ყველა მიზეზს — იქნება ეს სიტყვები, ქმედებები თუ რწმენები,

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრული დამოკიდებულება უზენაეს ალლაჰზე.
  2. ეს ნეტარი ლოცვა დაცვის შესახებ მოიცავს თხოვნას, რომ ალლაჰმა მიგვცეს წარმატება მადლიერების გამოხატვაში და დაგვიცვას ცოდვებისგან, რომლებიც ხდებიან ამ მადლის დაკარგვის მიზეზი.
  3. შეცდომებისგან თავის არიდებისადმი გულმოდგინება და უზენაესი ალლაჰის რისხვის მიზეზებისგან გაშორება.
  4. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ითხოვა უზენაესი ალლაჰის მოულოდნელი სასჯელისგან, რადგან როცა ის დასჯის თავის მონას, მას დაატყდება ისეთი განსაცდელი, რომლისგანაც ვერავინ იხსნის და ვერც ყველა ქმნილების გაერთიანებით შეძლებს მისი თავიდან აცილებას.
  5. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ითხოვა უზენაესი ალლაჰის წყალობის შეცვლისგან, რადგან როდესაც ალლაჰი ადამიანს წყალობით ამდიდრებს, ის ორივე სამყაროს სიკეთეს მოიპოვებს. ხოლო თუ ეს წყალობა მოეშლება, მას ორივე სამყაროს ბოროტება დაატყდება. რადგან წყალობაა ის, რაც უზრუნველყოფს როგორც რელიგიის, ისე ამქვეყნიური ცხოვრების სიმტკიცეს.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية