1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ عَمْرِو بْنِ الْعَاصِ رضي الله عنهما أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ يَدْعُو بِهَؤُلَاءِ الْكَلِمَاتِ:
«اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ غَلَبَةِ الدَّيْنِ، وَغَلَبَةِ الْعَدُوِّ، وَشَمَاتَةِ الْأَعْدَاءِ».

აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებით ევედრებოდა:
«ო ალლაჰ, შენთან ვეძებ თავშესაფარს ვალის მძიმე ტვირთისგან, მტრებთან დამარცხებისგან და მათი სიხარულისგან ჩემი უბედურების გამო».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა სუნან ალ-ნასაიი - 5475

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავშესაფარი ითხოვა ამ მდგომარეობებისგან:
პირველი: ო ალლაჰო, შენთან ვეძებ თავშესაფარს და შენზე ვამყარებ ჩემს იმედს, არა ვინმეზე, არამედ მხოლოდ შენზე, ვალის მძიმე ტვირთისგან, მისი ზეწოლის, შეშფოთებისა და სირთულისგან, გთხოვ, დამეხმარო მის დაფარვასა და გასწორებაში.
მეორე: (მტრებთან დამარცხებისგან) მათი ზეწოლისა და ძალმომრეობისგან. გთხოვ, დამიცავი მათი ზიანისგან და მომმადლე გამარჯვება მათზე.
მესამე: (მტრების სიხარულისგან) იმ უბედურებებისა და განსაცდელის გამო, რაც მუსლიმებს ადგებათ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება ალლაჰთან თავშესაფრის ძიებისკენ ყველაფრისგან, რაც აფერხებს მორჩილებას და იწვევს წუხილს, როგორიცაა ვალი და სხვა მსგავსები.
  2. ზოგადად აღებული ვალი პრობლემა არ არის; პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ შეძლებს ვალის გასტუმრებას. სწორედ ეს არის მძიმე და დამთრგუნველი ვალი.
  3. ადამიანი უნდა მოერიდოს ისეთ საქმეებს, რომლებიც იწვევენ მის დაცინვას ან დაწუნვას.
  4. ურწმუნოთა მტრობა მორწმუნეებისადმი და მათი სიხარული მორწმუნეებს თავს დამტყდარი უბედურებების გამო.
  5. მტრების მიერ ადამიანის უბედურებაზე სიხარულის გამოხატვა თავად უბედურებას კიდევ უფრო ამძიმებს.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية