1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი რომელიმე საზოგადოება თუ შეიკრიბება სადმე და ამ შეკრების ადგილას არც ალლაჰს ახსენებენ და არც მათ შუამავალს დალოცავენ, ეს იქნება მათთვის სინანული, თუ ინებებს ალლაჰი დასჯის და თუ ინებებს აპატიებს მათ

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه، عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَا جَلَسَ قَوْمٌ مَجْلِسًا لَمْ يَذْكُرُوا اللَّهَ فِيهِ وَلَمْ يُصَلُّوا عَلَى نَبِيِّهِمْ إِلاَّ كَانَ عَلَيْهِمْ تِرَةً، فَإِنْ شَاءَ عَذَّبَهُمْ وَإِنْ شَاءَ غَفَرَ لَهُمْ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«რომელიმე საზოგადოება თუ შეიკრიბება სადმე და ამ შეკრების ადგილას არც ალლაჰს ახსენებენ და არც მათ შუამავალს დალოცავენ, ეს იქნება მათთვის სინანული, თუ ინებებს ალლაჰი დასჯის და თუ ინებებს აპატიებს მათ».

სანდო (საჰიჰ) رواه أبو داود والترمذي والنسائي في الكبرى სუნან ალ-თირმიზი - 3380

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ალლაჰის ხსენებაში უგულისყურობაზე, და როდესაც რომელიმე საზოგადოება სადმე ჩამოსხდებიან და იქ უზენაეს ალლაჰს არ ახსენებენ, და არ დალოცავენ მის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ეს შეკრება მათთვის იქნება როგორც მწუხარება, სინანული, დანაკარგი და დანაკლისი განკითხვის დღეს, და თუ ალლაჰი ინებებს დასჯის მათ, მათი ჩადენილი ცოდვების და წარმძღვარებული დარღვევების გამო, ან თუ ინებეს მიუტევებს მათ მისი მადლით და წყალობით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ზიქრის (ალლაჰის ხსენების) წახალისება და მისი მადლი.
  2. შეკრებების სიკეთე, სადაც მოიხსენიებენ უზენაეს ალლაჰს და მის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და ის, რომ შეკრებები, სადაც ეს არ ხდება, სასჯელის დღეს მათ მონაწილეთათვის ბოროტებად შემოუბრუნდება.
  3. ალლაჰის ხსენების უგულებელყოფის შესახებ გაფრთხილება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეკრებებით, არამედ მოიცავს სხვა შემთხვევებსაც. ან-ნავავი ამბობს: «არასასურველია, რომ ადამიანი ადგეს იმ ადგილიდან, სადაც დაჯდა, უზენაესი ალლაჰის ხსენების გარეშე».
  4. სასჯელის დღეს მათ მიერ მიღებული ზიანი იქნება ან იმაში, რომ ისინი დაკარგავენ ჯილდოს, რადგან ეს დრო ალლაჰის მორჩილებაში არ გამოიყენეს, ან იმაში, რომ მათზე ცოდვა დააწვება და დაიმსახურებენ სასჯელს, რადგან თავიანთი დრო ალლაჰის ურჩობაში გაატარეს.
  5. თუ ეს გაფრთხილება ეხება ალლაჰის ხსენების უგულებელყოფას ნებადართული საქმეების დროს, მაშინ როგორი მძიმე იქნება მდგომარეობა იმ შეკრებებისა, სადაცაა ზურგს უკან საუბარი, ქიშპობა და სხვა აკრძალული ქმედებები?

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية