عَن أَبي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«الْحَلِفُ مَنْفَقَةٌ لِلسِّلْعَةِ، مَمْحَقَةٌ لِلرِّبْحِ».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, მაგრამ ამცირებს მოგებას».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1606

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ფიცისგან და მისი ზედმეტად ხშირი გამოყენებისგან ვაჭრობაში, თუნდაც ადამიანი მართალი იყოს თავის ფიცში. მან აცნობა, რომ ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, თუმცა ის ამცირებს ან სრულიად ანადგურებს მოგებისა და შემოსავლის ბარაქას. ასევე შესაძლებელია, რომ უზენაესმა ალლაჰმა ეს ქონება გაანადგუროს, მაგალითად, ის შეიძლება მოიპარონ, დაიწვას, ჩაიძიროს, მტრის ხელში აღმოჩნდეს, გაიძარცვოს ან სხვა გზით დაიღუპოს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰზე დაფიცების სიდიადე, დაფიცება მხოლოდ აუცილებლობის დროს შეიძლება.
  2. აკრძალული (ჰარამი) შემოსავალი, თუნდაც ის დიდი იყოს, ბარაქას მოკლებულია და მასში სიკეთე არ არის.
  3. ალ-ყაარიმ თქვა: «მონაპოვარი თანხის ბარაქიანობის გაქრობა აისახება: ან გაკოტრებით, რომელიც აისახება მის ქონებაზე, ან დახარჯავს ისეთ ადგილას, რომელიც არავითარ სარგებელს არ მისცემს მას არც ამქვეყნად და არც მადლის სახით დაუბრუნდება იმქვეყნად, ან შეინარჩუნებს თანხას, მაგრამ ვერ შეძლებს გამოყენებას, ან მემკვიდრეობით გადავა ისეთ ვინმეს ხელში, რომელიც მადლიერი არ იქნება მისი.
  4. ან-ნავავიმ თქვა: «ჰადისში არის აკრძალვა ვაჭრობაში ფიცის ხშირი დადების შესახებ, რადგან ფიცის დადება საჭიროების გარეშე არასასურველია. გარდა ამისა, ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, რადგან მყიდველი შეიძლება მოიხიბლოს ამ ფიცით».
  5. ფიცის ხშირი წარმოთქმა ამცირებს რწმენას და ასუსტებს ერთღმერთიანობის მტკიცედ აღიარებას, რადგან ეს ორი შედეგის მოტანას იწვევს. პირველი – ადამიანი უგულებელყოფითა და გულგრილობით ეპყრობა ფიცს. მეორე – ეს მიჰყავს სიცრუისკენ, რადგან ვინც ზედმეტად ხშირად იფიცებს, საბოლოოდ ტყუილშიც ეხვევა. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადამიანი ნაკლებად იფიცებოდეს ამის გამო უზენაესი ბრძანებს: {დაიცავით თქვენი ფიცი} [ალ-მაიდა: 89].

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية