1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი დაე, იგემოს დამცირება იმ კაცმა, ვისთანაც მახსენებენ და არ დამლოცავს. სირცხვილი იმ კაცს, ვინც მოესწრება რამადანს და დაასრულებს მას ისე, რომ ვერ მოიპოვებს მიტევებას. სირცხვილი იმ კაცს, ვისაც მოესწრება მოხუცი მშობლები და ისინი მისი სამოთხეში შესვლის მიზეზი ვერ გახდებიან

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«رَغِمَ أَنْفُ رَجُلٍ ذُكِرْتُ عِنْدَهُ فَلَمْ يُصَلِّ عَلَيَّ، وَرَغِمَ أَنْفُ رَجُلٍ دَخَلَ عَلَيْهِ رَمَضَانُ ثُمَّ انْسَلَخَ قَبْلَ أَنْ يُغْفَرَ لَهُ، وَرَغِمَ أَنْفُ رَجُلٍ أَدْرَكَ عِنْدَهُ أَبَوَاهُ الكِبَرَ فَلَمْ يُدْخِلاَهُ الجَنَّةَ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«დაე, იგემოს დამცირება იმ კაცმა, ვისთანაც მახსენებენ და არ დამლოცავს. სირცხვილი იმ კაცს, ვინც მოესწრება რამადანს და დაასრულებს მას ისე, რომ ვერ მოიპოვებს მიტევებას. სირცხვილი იმ კაცს, ვისაც მოესწრება მოხუცი მშობლები და ისინი მისი სამოთხეში შესვლის მიზეზი ვერ გახდებიან».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა სუნან ალ-თირმიზი - 3545

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სამი კატეგორია ხალხი დაწყევლა, და მათ ცხვირის მიწაში თრევა უსურვა დამცირებით, დაკნინებით და წაგებით. პირველი კატეგორია: ის ვისთანაც მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენებენ და არ დალოცავს მას შემდეგი სიტყვებით: ''სალალლაჰუ ალაიჰი ვა სალამა'' ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას, ან მსგავსი სხვა ფორმით. მეორე: ვინც მოესწრება რამადანის თვეს, შემდეგ დასრულდება თვე და მას კიდევ არ მიეტევება, რადგან ის სრულფასოვნად არ იყო ალლაჰის მორჩილებაში. მესამე: კაცი რომელიც მოესწრება მშობლების სიბერეს და ისინი ვერ გახდებიან მისი სამოთხეში შესვლის მიზეზი, მის მიერ გამოჩენილი დარღვევების და მათი შელახული უფლებების გამო.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ას-სინდიმ თქვა: «საბოლოო ჯამში ყველა მათგანმა მიიღო ის რაც დაიმსახურა და რომ არა დარღვევები, მისგან ის მიიღებდა ძალიან დიდ სიკეთეს, მაგრამ მან არ მიაქცია ამ წყალობებს ყურადღება, სანამ არ გაქრა ისინი, ამიტომ ის ინანებს და დარჩება წაგებული».
  2. მოწოდება შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სახელის გაგონებაზე, მისი დალოცვისკენ.
  3. მოწოდება გულმოდგინებისკენ თაყვანისცემაში რამადანის თვეში.
  4. მოწოდება მშობლების მიმართ კარგი მოპყრობისკენ და მათი პატივისცემისკენ, განსაკუთრებით ხანდაზმულობის ასაკში.

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية