1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ვინც დაიფიცა და თავის ფიცში თქვა: 'ვფიცავ, ლათის და უზზას სახელით', მან უნდა თქვას: 'არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა', და ვინც თავის მეგობარს ეტყვის: 'მოდი, ვითამაშოთ აზარტული თამაში', - მან სადაყა უნდა გასცეს [გამოსასყიდად]

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَنْ حَلَفَ فَقَالَ فِي حَلِفِهِ: وَاللَّاتِ وَالعُزَّى، فَلْيَقُلْ: لاَ إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَمَنْ قَالَ لِصَاحِبِهِ: تَعَالَ أُقَامِرْكَ، فَلْيَتَصَدَّقْ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც დაიფიცა და თავის ფიცში თქვა: 'ვფიცავ, ლათის და უზზას სახელით', მან უნდა თქვას: 'არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა', და ვინც თავის მეგობარს ეტყვის: 'მოდი, ვითამაშოთ აზარტული თამაში', - მან სადაყა უნდა გასცეს [გამოსასყიდად]».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4860

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს არ უნდა დაიფიცოს რამე ან ვინმე ალლაჰის გარდა, რადგან მორწმუნე მხოლოდ ალლაჰის სახელით იფიცებს, და ამცნობს, რომ ვინც ალლაჰის გარდა დაიფიცებს, მაგალითად, ლათისა და უზზას სახელით (ორ კერპს, რომლებსაც უმეცრობის ეპოქაში ალლაჰის ნაცვლად თაყვანს სცემდნენ), მან უნდა თქვას: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, რათა გამოხატოს სიძულვილი და გაშორდეს მრავალღმერთიანობისგან და გაიღოს ეს სიტყვები, როგორც მისი ფიცის გამოსყიდვა.
შემდეგ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნობს, რომ ვინც თავის მეგობარს ეტყვის: 'მოდი, ვითამაშოთ აზარტული თამაში' – რაც გულისხმობს ორ ან მეტ ადამიანს შორის შეჯიბრს, სადაც გამარჯვებული იღებს ფულს, ხოლო თითოეული მონაწილე რისკავს ან მოგებას ან დანაკარგს – მისთვის სასურველია ქველმოქმედება, რათა გამოისყიდოს ის, რისკენაც მოუწოდებდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ფიცი უნდა იყოს მხოლოდ ალლაჰის, მისი სახელებისა და თვისებების სახელით.
  2. ალლაჰის გარდა რაიმეზე ფიცის დადება აკრძალულია, იქნება ეს კერპებით, როგორიცაა ლათი და უზზა, თუ ფიცით პატიოსნებაზე, წინასწარმეტყველზე ან რამე სხვაზე.
  3. თქვა ალ-ხატააბიმ: «ფიცი უნდა იყოს მხოლოდ თაყვანისცემის ღირსი აღმატებულის სახელით. თუ ვინმე ლათით ან მისი მსგავსით დაიფიცებს, ის იქნება მსგავსი ურწმუნოების, ამიტომ, მან უნდა გამოასწოროს ეს საქმე თავჰიდის სიტყვით: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა».
  4. ვინც ალლაჰის გარდა რაიმეთი დაიფიცებს, მასზე არ ვრცელდება ფიცის გამოსყიდვა. მას მოეთხოვება მონანიება და ალლაჰისგან მიტევების თხოვნა, რადგან ეს ცოდვა იმდენად დიდია, რომ მისი გამოსყიდვა მხოლოდ მონანიებით შეიძლება.
  5. აზარტული თამაშები ყველა ფორმით და სახით აკრძალულია, რადგან ეს არის აზარტული თამაში, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა და გაათანაბრა ღვინოსა და კერპებთან.
  6. ცოდვის ჩადენის შემთხვევაში აუცილებელია მისი მიტოვება და მონანიება.
  7. ვინც ცოდვაში ჩავარდა, მას უნდა მიაყოლოს კეთილი საქმე, რადგან კეთილი საქმეები შლიან ცუდს.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية