1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ბიოგრაფია და ისტორია

ჰადისი ალლაჰის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, ის ყოველთვის მათგან იოლს ირჩევდა, თუ ეს საქმე ცოდვა არ იქნებოდა, და თუ ის საქმე ცოდვა იყო ყველაზე შორს იდგა მისგან

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤْمِنينَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهَا أَنَّهَا قَالَتْ:
مَا خُيِّرَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ بَيْنَ أَمْرَيْنِ إِلَّا أَخَذَ أَيْسَرَهُمَا، مَا لَمْ يَكُنْ إِثْمًا، فَإِنْ كَانَ إِثْمًا كَانَ أَبْعَدَ النَّاسِ مِنْهُ، وَمَا انْتَقَمَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ لِنَفْسِهِ إِلَّا أَنْ تُنْتَهَكَ حُرْمَةُ اللَّهِ، فَيَنْتَقِمَ لِلَّهِ بِهَا.

გადმოცემულია მორწმუნეთა დედის აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«ალლაჰის შუმავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც ორ საქმეს შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, ის ყოველთვის მათგან იოლს ირჩევდა, თუ ეს საქმე ცოდვა არ იქნებოდა, და თუ ის საქმე ცოდვა იყო ყველაზე შორს იდგა მისგან, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი პიროვნების წინაშე დარღვეული უფლების გამო შურს არასდროს იძიებდა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ალლაჰის აკრძალული ირღვეოდა, ასეთ დროს ალლაჰის გამო იძიებდა შურს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3560

განმარტება

მორწმუნეთა დედა აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოგვითხრო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთ ზნეობრივ ნორმებზე, და ერთ-ერთი რაც მან ახსენა იყო: რომ როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საქმეს შორის არჩევანს აკეთებდა, ის ყოველთვის მათ შორის ადვილს ირჩევდა მანამ, სამან ეს ადვილი საქმე ცოდვისკენ არ იყო წამყვანი, და თუ ეს არჩეული საქმე ცოდვას გამოიწვევდა, მაშინ ის ყველაზე შორს იყო ამ საქმიდან და ამ დროს ირჩევდა უფრო რთულს. ხოლო რაც შეეხება ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შურისძიებას საკუთარი პიროვნების მიმართ ჩადენილი დარღვევების გამო, ის არასდროს იძიებდა შურს, არამედ პატიობდა მის წინაშე დარღვეულ უფლებებს. გარდა მაშინ, როდესაც ალლაჰის აკრძალვები ირღვეოდა, მაშინ ის ითხოვდა პასუხს ალლაჰის გულისთვის. და ის ალლაჰის გულისთვის ყველაზე მეტად ბრაზდებოდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველობა იმ საქმის არჩევისა, რომელიც ყველაზე მარტივია, იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეიცავს ალლაჰის ურჩობას.
  2. ისლამის სიადვილე.
  3. შარიათის მიერ დაშვებული გაბრაზება უზენაესი ალლაჰის გულისთვის.
  4. ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) სიბრძნე, მოთმინება, ჭეშმარიტებით მოქმედება და უზენაესი ალლაჰის დადგენილი საზღვრების დაცვა.
  5. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ჰადისში ვხედავთ რთულის დატოვებას უფრო მარტივის სასარგებლოდ და იმაზე დაჟინებულობის თავიდან აცილებას, რაც აუცილებლობასთან არ არის დაკავშირებული».
  6. მოწოდება მიტევებისკენ, გარდა უზენაესი ალლაჰის უფლელების დარღვევისას.

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية