1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო

عَنْ عَمْرِو بْنِ الحَارِثِ خَتَنِ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَخِي أُمِّ المؤمِنين جُوَيْرِيَةَ بِنْتِ الحَارِثِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُم، قَالَ:
مَا تَرَكَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عِنْدَ مَوْتِهِ دِرْهَمًا وَلاَ دِينَارًا وَلاَ عَبْدًا وَلاَ أَمَةً وَلاَ شَيْئًا، إِلَّا بَغْلَتَهُ البَيْضَاءَ، وَسِلاَحَهُ، وَأَرْضًا جَعَلَهَا صَدَقَةً.

ამრ ბინ ალ-ჰარის ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლის ძმა, მორწმუნეთა დედის ჯუვაირია ბინთ ალ-ჰაარისის ძმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს:
«ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებისას არ დაუტოვებია არც დირჰამი, არც დინარი, არც მონა კაცი, არც მონა ქალი და არც სხვა რამ, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, ხმალისა და მიწის ნაკვეთისა, რომელიც სადაყად გაიღო».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 2739

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა გარდაიცვალა მას ვერცხლის დირჰამი, ოქროს დინარი, მონა კაცი, მონა ქალი, ცხვარი, პირუტყვი და რაიმე ქონება არ დაუტოვებია, გარდა ერთი თეთრი ჯორისა, რომელსაც სამგზავროდ იყენებდა, ხმალი, რომელსაც ატარებდა და მიწა, რომელიც მგზავრთა მოსახმარად, მოწყალებად დატოვა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქულები ანდერძად ქონებას არ ტოვებენ.
  2. განმარტება იმისა, თუ რა დატოვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდეგ.
  3. როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაიცვალა მნიშვნელოვანი არაფერი დაუტოვებია, ეს მის მოწყალებაზე, ხელგაშლილობაზე და სიკეთეზე მეტყველებს.
  4. ალ-ქირმანიმ თქვა: «სიტყვებში (დაადგინა ისინი) ნაცვალსახელი სამ არსებით სახელთან ბრუნდება ანუ: ჯორთან, ხმალთან, და მიწასთან, და არა მხოლოდ მიწასთან».
  5. ალ-ხათნ: ცოლის ძმა, ალ-ახთან ცოლის ნათესავები.

თარგმნების ჩვენება

29 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TH ไทย ტაილანდური
AS অসমীয়া ასამური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية