1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ

عَنْ أَبِي ثَعْلَبَةَ الخُشَنِيِّ جُرْثُومِ بن نَاشِرٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنْ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَال:
«إِنَّ اللَّهَ فَرَضَ فَرَائِضَ فَلَا تُضَيِّعُوهَا، وَحَدَّ حُدُودًا فَلَا تَعْتَدُوهَا، وَحَرَّمَ أَشْيَاءَ فَلَا تَنْتَهِكُوهَا، وَسَكَتَ عَنْ أَشْيَاءَ رَحْمَةً لَكُمْ غَيْرَ نِسْيَانٍ فَلَا تَبْحَثُوا عَنْهَا».

გადმოცემულია აბუ სა'ლაბა ალ-ხუშანიი ჯურსუუმ იბნ ნააშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ».

قال النووي: حديث حسن رواه الدارقطني في سننه وغيره الأربعون النووية - 30

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა ზოგი რამ და დააწესა ვალდებულებები, ამიტომ დაიცავით ისინი და ნუ უგულებელყოფთ, ნუ დატოვებთ და ნუ მოეკიდებით დაუდევრობით. მან განგისაზღვრათ საზღვრები და შემაკავებლები, რომლებიც გაკავებენ და გაფრთხილებენ იმათგან, რაც მას არ მოსწონს, მაშ, ნუ გადააბიჯებთ იმ საზღვრებს, რაც შარიათმა დაადგინა, და ნუ დაამატებთ მას. მან აკრძალა ზოგი რამ, ნუ შეეხებით მათ და ნუ მიუახლოვდებით. ხოლო დანარჩენი რამეები დატოვა უთქმელად, თავის მორჩილთადმი წყალობის გამო, და ისინი რჩება თავისი საფუძვლით ნებადართულად, მაშ, ნუ დაეძიებთ მათ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჰადისი წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ მხოლოს ალლაჰი არის კანონმდებელი, რადგან ბრძანება მთლიანად მის ხელშია, დიდებულის.
  2. ჰადისში წარმოდგენილია შარიათის ძირითადი პრინციპები — დადგენილებები და ნებადართული საქმეები. შარიათის დადგენილება შეიძლება ან არ იყოს მოხსენიებული, ან აშკარად იყოს ნათქვამი. აშკარად ნათქვამი შარიათის დადგენილება იყოფა: 1. ბრძანებად, რომელიც არის ან სავალდებულო, ან სასურველი; 2. აკრძალვად, რომელიც არის ან მკაცრად აკრძალული, ან არასასურველი, ან ნებადართული.
  3. ის, რაზეც ალლაჰი გაჩუმდა: არ გახადა სავალდებულო, არ დაუდგინა საზღვრები და არ აუკრძალავს არის — ნებადართული.
  4. მშვენიერი განმარტებაა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რადგან მან ჰადისი ასე ნათელი და ცხადი განაწილებით გადმოსცა.
  5. უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილი სავალდებულო დებულებების დაცვის ვალდებულება.
  6. უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებზე გადაბიჯების აკრძალვა.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو