1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულ განბანვას ასრულებდა ერთი სა'იდან ხუთამდე მუდდის წყლის გამოყენებით, ხოლო მცირე განბანვას ასრულებდა ერთი მუდდის წყლით

عَنْ أَنَسٍ رضي الله عنه قَالَ:
كَانَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَغْسِلُ، أَوْ كَانَ يَغْتَسِلُ، بِالصَّاعِ إِلَى خَمْسَةِ أَمْدَادٍ، وَيَتَوَضَّأُ بِالْمُدِّ.

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სრულ განბანვას ასრულებდა ერთი სა'იდან ხუთამდე მუდდის წყლის გამოყენებით, ხოლო მცირე განბანვას ასრულებდა ერთი მუდდის წყლით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 201

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იბანდა ჯუნუბის (რიტუალური უწმინდურობის) მდგომარეობიდან ერთი სა'ით (ოთხი მუდდის მოცულობით) ან ხუთამდე მუდდით და მცირე განბანას (ვუდუ) ასრულებდა ერთი მუდდით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ვუდუსა და ღუსლში წყლის მოხმარების ეკონომიურობის კანონიერი მნიშვნელობა და გაფლანგვისგან თავის არიდება, თუნდაც წყალი უხვად იყოს ხელმისაწვდომი.
  2. ვუდუსა და ღუსლში წყლის მოხმარების შემცირების სასურველობა საჭიროების შესაბამისად, რაც არის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზა.
  3. ვუდუსა და ღუსლში სრულყოფილი შესრულების მიზანი ისაა, რომ იყოს დაცული სუნნები და ეტიკეტი, გაფლანგვისა და ზედმეტი ეკონომიის გარეშე, ხოლო ყურადღება ექცეოდეს დროს, წყლის რაოდენობას — იქნება ეს უხვი თუ მწირი — და სხვა მსგავს გარემოებებს.
  4. ჯუნუბი ნიშნავს მდგომარეობას, რომელიც წარმოიშობა სპერმის გამოყოფის ან სქესობრივი კავშირის შედეგად. ამ მდგომარეობას ასე ეწოდება, რადგან ადამიანი, ვინც ამ მდგომარეობაშია, თავს იკავებს ლოცვისა და სხვა თაყვანისცემის აქტებისგან, სანამ არ განიწმინდება მისგან.
  5. სა‘ — ცნობილი საზომი ერთეულია, და ამ შემთხვევაში იგულისხმება ის სა‘, რომელიც გავრცელებული იყო მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს. ის უდრიდა 480 მისყალს ხარისხიანი ხორბლისა, რაც ლიტრებში შეესაბამება დაახლოებით 3 ლიტრს.
  6. მუდდი შარიათში გამოყენებული საზომი ერთეულია. ეს არის საშუალო აღნაგობის ადამიანის ხელებით "კოვშის" ფორმით აღებული მოცულობა, როდესაც ის ხელებს წყლით ან სხვა ნივთიერებით ავსებს და სწევს (მადდა). ფუყაჰების შეთანხმებული აზრით, მუდდი სა‘-ის მეოთხედს უდრის და მისი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 750 მლ.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية