1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება

عَنْ عُقْبَةَ بْنِ عَامِرٍ رضي الله عنه قَالَ: كَانَتْ عَلَيْنَا رِعَايَةُ الْإِبِلِ فَجَاءَتْ نَوْبَتِي فَرَوَّحْتُهَا بِعَشِيٍّ فَأَدْرَكْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَائِمًا يُحَدِّثُ النَّاسَ فَأَدْرَكْتُ مِنْ قَوْلِهِ:
«مَا مِنْ مُسْلِمٍ يَتَوَضَّأُ فَيُحْسِنُ وُضُوءَهُ، ثُمَّ يَقُومُ فَيُصَلِّي رَكْعَتَيْنِ، مُقْبِلٌ عَلَيْهِمَا بِقَلْبِهِ وَوَجْهِهِ، إِلَّا وَجَبَتْ لَهُ الْجَنَّةُ» قَالَ فَقُلْتُ: مَا أَجْوَدَ هَذِهِ، فَإِذَا قَائِلٌ بَيْنَ يَدَيَّ يَقُولُ: الَّتِي قَبْلَهَا أَجْوَدُ، فَنَظَرْتُ فَإِذَا عُمَرُ قَالَ: إِنِّي قَدْ رَأَيْتُكَ جِئْتَ آنِفًا، قَالَ: «مَا مِنْكُمْ مِنْ أَحَدٍ يَتَوَضَّأُ فَيُبْلِغُ - أَوْ فَيُسْبِغُ - الْوَضُوءَ ثُمَّ يَقُولُ: أَشْهَدُ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَأَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُ اللهِ وَرَسُولُهُ إِلَّا فُتِحَتْ لَهُ أَبْوَابُ الْجَنَّةِ الثَّمَانِيَةُ يَدْخُلُ مِنْ أَيِّهَا شَاءَ».

'უყბა იბნ 'აამირ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: «ჩვენ გვევალებოდა აქლემების მწყემსვა, და როცა ჩემი მორიგეობა მოვიდა, შუადღის შემდეგ დავაბრუნე ისინი. მივუსწარი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელიც იდგა და ხალხს ესაუბრებოდა. და მოვუსწარი მის სიტყვებს:
«რომელი მუსლიმიც აუღებს აბდესს, სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი დადგება და გულითა და გონებით ორ რაქათ ლოცვას შეასრულებს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება». მე ვთქვი: "რა მშვენიერი სიტყვებია!“ ამ დროს ვიღაცამ ჩემს წინ თქვა: "წინა სიტყვები კიდევ უკეთესია". გავიხედე და ეს უმარ იბნ ალ-ხატტაბი აღმოჩნდა, რომელმაც მითხრა: "მე დავინახე, როგორ მოხვედი ცოტა ხნის წინ". შემდეგ დაამატა: «რომელი თქვენგანიც აიღებს აბდესს და სრულყოფილად შეასრულებს მას, შემდეგ კი იტყვის: "ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია", მისთვის სამოთხის რვა კარი გაიღება, და შეუძლია, შევიდეს ნებისმიერი მათგანიდან, რომლითაც მოისურვებს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 234

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს საუბრისას ორი დიდი სიკეთე განუმარტა:
პირველი: ვინც აიღებს აბდესს სრულყოფილად და სრულად, ისე რომ შეასრულებს მას სუნნათის შესაბამისად, წყლით თითოეულ კიდურს სათანადო რაოდენობით გაიწმენდს და შემდეგ იტყვის: ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია, მისთვის სამოთხის რვა კარი გაიღება, და შეუძლია, შევიდეს ნებისმიერი მათგანიდან, რომლითაც მოისურვებს.
მეორე: ვინც შეასრულებს სრულყოფილ აბდესს და ამის შემდეგ დადგება და შეასრულებს ორ რაქათ ლოცვას გულით, გულწრფელად და მორჩილებით, და თავისი სახე და სხეულის ყველა კიდურს დაუმორჩილებს ალლაჰს, მისთვის სამოთხე გარანტირებული გახდება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაესი ალლაჰის დიდი წყალობა, რომელიც მცირე საქმეებისთვის დიდ ჯილდოს ანიჭებს.
  2. აბდესის სრულყოფილად შესრულებისა და მისი დასრულების შემდეგ მორჩილებით ორი რაქათის ლოცვის მნიშვნელობა, და ამით მიღებული უდიდესი ჯილდო.
  3. აბდესის სრულყოფილი შესრულება და მის შემდეგ ამ ზიქრის წარმოთქმა სამოთხეში შესვლის ერთ-ერთი მიზეზია.
  4. რეკომენდებულია ამ ზიქრის წარმოთქმა ასევე ღუსლის (დიდი განბანვის) შესრულების შემდეგ.
  5. საჰაბების მისწრაფება სიკეთეში, რაც გამოიხატება ცოდნის შეძენაში, მის გავრცელებაში და ამასთან ერთად მათ შორის ერთმანეთზე დახმარებაში, როგორც სასიცოცხლო, ისე სხვა საკითხებში.
  6. აბდესის შემდეგ ზიქრის წარმოთქმა გულის განწმენდას და მასში მრავალღმერთიანობის მოცილებას ემსახურება, როგორც აბდესი განწმენდს სხეულს და ათავისუფლებს მას ჭუჭყისგან.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية