1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი რომ ერთმა კაცმა აიღო აბდესი, მაგრამ ფეხის თითზე ფრჩხილის ზომის ადგილი დარჩა მშრალი. ეს მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა და უთხრა: «დაბრუნდი და სრულყოფილად აიღე აბდესი». კაცი დაბრუნდა, სრულყოფილად აიღო აბდესი და შემდეგ ლოცვა შეასრულა

عَنْ جَابِرٍ رضي الله عنه قال: أَخْبَرَنِي عُمَرُ بْنُ الْخَطَّابِ:
أَنَّ رَجُلًا تَوَضَّأَ فَتَرَكَ مَوْضِعَ ظُفُرٍ عَلَى قَدَمِهِ فَأَبْصَرَهُ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَقَالَ: «ارْجِعْ فَأَحْسِنْ وُضُوءَكَ» فَرَجَعَ، ثُمَّ صَلَّى.

ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: 'უმარ იბნ ალ-ხატტაბმა მითხრა:
რომ ერთმა კაცმა აიღო აბდესი, მაგრამ ფეხის თითზე ფრჩხილის ზომის ადგილი დარჩა მშრალი. ეს მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა და უთხრა: «დაბრუნდი და სრულყოფილად აიღე აბდესი». კაცი დაბრუნდა, სრულყოფილად აიღო აბდესი და შემდეგ ლოცვა შეასრულა.

სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 243

განმარტება

უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაინახა კაცი, რომელმაც აბდესი აიღო, მაგრამ ფეხზე ფრჩხილის ზომის ადგილი დარჩა, რომელსაც აბდესის წყალი არ შეხებია. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას მიუთითა გამოშრებულ ადგილზე და უთხრა: დაბრუნდი, სრულყოფილად აიღე აბდესი, და თითოეულ ორგანოს მიაწვდინე მისი წილი წყალი. მამაკაცი დაბრუნდა, სრულყოფილად აიღო აბდესი და შემდეგ ლოცვა შეასრულა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სავალდებულოა სწრაფად მოწოდება სასურველისკენ და უმეცარისა და უგულისხმოსთვის დარიგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათმა ქმედებამ, რომელიც რელიგიაში დაგმობილია, შეიძლება მათი თაყვანისცემის მიუღებლობა გამოიწვიოს.
  2. აუცილებელია აბდესის ორგანოების მთლიანად წყლით დაფარვა, და ვინც ორგანოს რომელიმე ნაწილს - თუნდაც უმნიშვნელოს - დატოვებს დაუბანელს, მისი აბდესი არ იქნება სწორი და ვალდებულია თავიდან გაიმეოროს, თუ შუალედი დიდი დროით გაიწელა.
  3. აბდესის სრულყოფილად შესრულება შარიათის მიხედვით დადგენილი ქმედებაა, რაც გულისხმობს მის სრულად და საფუძვლიანად შესრულებას ისე, როგორც ეს განსაზღვრულია შარიათით.
  4. ფეხები აბდესის ორგანოებია და მხოლოდ მათზე ხელის გადასმა საკმარისი არ არის; აუცილებელია მათი დაბანა.
  5. აუცილებელია აბდესის ორგანოების მიყოლებით დაბანა, ისე რომ თითოეული ორგანო დაიბანოს მანამდე, სანამ წინა ორგანო გაშრება.
  6. უვიცობა და დავიწყება არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, არამედ მხოლოდ ცოდვისგან ათავისუფლებს. ეს კაცი, რომელმაც აბდესი სრულყოფილად არ შეასრულა უცოდინრობის გამო, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ გაათავისუფლა ვალდებულებისგან, რომელიც აბდესის სრულყოფილი შესრულებაა, არამედ უბრძანა, რომ თავიდან გაემეორებინა.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية