1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი კაცმა არ უნდა დასწამოს სხვა კაცს ცოდვილობა და არც ურწმუნოება, რადგან თუ მისი თანამოსაუბრე ასეთი არ არის, მაშინ ეს მას დაუბრუნდება

عَنْ أَبِي ذَرٍّ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّهُ سَمِعَ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«لاَ يَرْمِي رَجُلٌ رَجُلًا بِالفُسُوقِ، وَلاَ يَرْمِيهِ بِالكُفْرِ، إِلَّا ارْتَدَّتْ عَلَيْهِ، إِنْ لَمْ يَكُنْ صَاحِبُهُ كَذَلِكَ».

გადმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან გაიგონა ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ის ამბობდა:
«კაცმა არ უნდა დასწამოს სხვა კაცს ცოდვილობა და არც ურწმუნოება, რადგან თუ მისი თანამოსაუბრე ასეთი არ არის, მაშინ ეს მას დაუბრუნდება».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 6045

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა, რომ თუ ვინმე სხვას ეტყვის: "შენ ცოდვილი ხარ" ან "შენ ურწმუნო ხარ", ხოლო ის სინამდვილეში ასეთი არ არის, მაშინ ეს შეფასება თავად მასვე დაუბრუნდება და ის გახდება ამ აღწერის ღირსი. ხოლო თუ ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ მასზე არაფერი არ დაბრუნდება, რადგან მან სიმართლე თქვა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შარიათული საფუძვლის გარეშე ადამიანებისთვის ურწმუნოების ან ცოდვილობის დაბრალება აკრძალულია.
  2. სავალდებულოა სიფრთხილის დაცვა და დარწმუნება, სანამ ადამიანებზე რაიმე გადაწყვეტილება გამოიტანება.
  3. იბნ დაყიყ ალ-'იდმა თქვა: «ეს დიდი გაფრთხილებაა იმ ადამიანისთვის, ვინც მუსლიმებს ურწმუნოებად გამოაცხადებს, მაშინ როცა ის არ არის ასეთი. ეს დიდი საფრთხეა».
  4. იბნ ჰაჯარ ალ-ასყალანიმ თქვა: «თუმცა ის, რომ ადამიანი არ ხდება ამით ცოდვილი ან ურწმუნო, არ ნიშნავს, რომ ის არ ჩაიდენს ცოდვას, როდესაც სხვას „ცოდვილს“ უწოდებს. ამ შემთხვევაში საკითხი უფრო დეტალურად განიხილება: თუ მისი მიზანი არის რჩევის მიცემა ან სხვებისთვის მისი მდგომარეობის განმარტება, ეს ნებადართულია. მაგრამ თუ მისი მიზანი არის დამცირება, და უბრალოდ ზიანის მიყენება, ეს დაუშვებელია, რადგან მას ევალება დაფარვა, სწავლებასა და კეთილი შეგონებით დარიგება, თუ შესაძლებელია რბილი მიდგომით საკითხის მოგვარება, მაშინ ძალადობრივი მიდგომა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა ეს პირიქით გახდეს მიზეზი მისთვის, რომ ჯიუტად გააგრძელოს თავისი ქმედება, ბევრ ადამიანს აქვს ბუნებრივი სიამაყე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამკიცხავი ადამიანი თავისი მდგომარეობით დაბლა დგას, ვიდრე ის ვინც არიგებს».

თარგმნების ჩვენება

49 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية