1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის შეეცდება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს და ურთიერთობა გააფუჭოს

عَنْ جَابِرٍ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِنَّ الشَّيْطَانَ قَدْ أَيِسَ أَنْ يَعْبُدَهُ الْمُصَلُّونَ فِي جَزِيرَةِ الْعَرَبِ، وَلَكِنْ فِي التَّحْرِيشِ بَيْنَهُمْ».

ჯააბირისაგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის შეეცდება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს და ურთიერთობა გააფუჭოს»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2812

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ იბლისმა დაკარგა იმედი, რომ მორწმუნე მლოცველები დაბრუნდებიან მის თაყვანისცემას და კერპებს თაყვანს სცემენ არაბეთის ნახევარკუნძულზე. თუმცა, ის მაინც აგრძელებს იმედს და მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობს, მათ შორის შუღლი გააჩაღოს – დავებით, მტრობით, ომებით, არეულობებითა და მსგავსი სხვა ცდუნებებით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეშმაკზე თაყვანისცემა ნიშნავს კერპზე თაყვანისცემას, რადგან ის არის ის, ვინც ამას ბრძანებს და მოუწოდებს მისკენ. ამის მტკიცებულება ალლაჰის სიტყვებია, სადაც შუამავალი იბრაჰიმი (მშვიდობა მას) ამბობს: (ჰეი, მამაჩემო! არ ეთაყვანო სატანას...)
  2. შაიტანი ცდილობს, მუსლიმებს შორის შუღლი, მტრობა, ომები და არეულობა გააჩაღოს.
  3. ისლამში ლოცვის ერთ-ერთი სარგებლობა ისაა, რომ ის ინარჩუნებს მუსლიმებს შორის სიყვარულს და ამყარებს ძმურ კავშირებს.
  4. ლოცვა არის ყველაზე დიადი სიმბოლო ისლამში შაჰადათის შემდეგ, ამიტომ მუსლიმებს "მლოცველები" ეწოდათ.
  5. არაბეთის ნახევარკუნძულს აქვს განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც სხვა ქვეყნებს არ გააჩნიათ.
  6. თუ ითქმის, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე კერპთაყვანისცემა მაინც მოხდა, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: „უეჭველად, შაიტანი სასოწარკვეთილია, რომ მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ…“? ეს ნიშნავს, რომ ჰადისი გადმოგვცემს იმას, რაც შაიტანმა საკუთარ თავში იგრძნო და რისი იმედიც დაკარგა, როცა დაინახა ისლამური გამარჯვებები და როგორ შემოდიოდნენ ხალხი ჯგუფებად ალლაჰის რელიგიაში, ანუ, ჰადისი მოგვითხრობს შაიტნის ვარაუდსა და მოლოდინზე, თუმცა შემდეგ რეალობა სხვაგვარად განვითარდა, რადგან ალლაჰმა დიდებულმა და ძლევამოსილმა ამის უკან თავისი ბრძნული გადაწყვეტილება დაუდო.

თარგმნების ჩვენება

49 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية