1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად ალლაჰი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც სხვებს აწამებს და მათ ტანჯვას აყენებს

عَنْ هِشَامِ بْنِ حَكِيمِ بْنِ حِزَامٍ رَضيَ اللهُ عنهما أَنَّهُ مَرَّ عَلَى أُنَاسٍ مِنَ الْأَنْبَاطِ بِالشَّامِ، قَدْ أُقِيمُوا فِي الشَّمْسِ، فَقَالَ: مَا شَأْنُهُمْ؟ قَالُوا: حُبِسُوا فِي الْجِزْيَةِ، فَقَالَ هِشَامٌ: أَشْهَدُ لَسَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِنَّ اللهَ يُعَذِّبُ الَّذِينَ يُعَذِّبُونَ النَّاسَ فِي الدُّنْيَا».

ჰიშამ იბნ ჰაქიმ იბნ ჰიზამი (ალლაჰი იყოს მისით კამყოფილი) გადიოდა შამში მცხოვრებ ნაბატეველთა ჯგუფთან, რომლებიც მზის ქვეშ იდგნენ. ჰიშამმა იკითხა: რა ხდება მათთან? მიუგეს: "ისინი (ჯიზიას), საგადასახადო ვალის გადაუხდელობის გამო დააკავეს", ჰიშამმა განაცხადა: ვმოწმობ, რომ ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვისმინე, რომ ის ამბობდა:
«ჭეშმარიტად ალლაჰი დასჯის იმ ადამიანებს, ვინც სხვებს აწამებს და მათ ტანჯვას აყენებს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2613

განმარტება

ჰიშამ იბნ ჰაქიიმ იბნ ჰიზამმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) (სირიაში) გაიარა არა არაბთა გლეხებთან, რომლებიც მზის ქვეშ იდგნენ. ჰიშამმა იკითხა: რა ხდება მათთან? ამცნო, რომ მათთან ასე მოიქცნენ, რადგან მათ არ გადაიხადეს სავალდებულო გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჰიშამმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) განაცხადა: ვმოწმობ, რომ ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვისმინე, რომ ის ამბობდა: ჭეშმარიტად, ალლაჰი დასჯის მათ, ვინც ადამიანებს უსამართლოდ და უმიზეზოდ აწამებს და ტანჯვას აყენებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჯიზია არის ქონებრივი გადასახადი, რომელიც დაწესებულია წიგნის ხალხის (ე.ი. იუდეველებისა და ქრისტიანების) მოზრდილ და შეძლებულ მამაკაცებზე, მათი დაცვისა და ისლამის მიწაზე ცხოვრების სანაცვლოდ.
  2. აკრძალულია ადამიანების, მათ შორის ურწმუნოების წამება ისლამური კანონის საფუძვლის გარეშე.
  3. მჩაგვრელთა გაფრთხილება, უსამართლობის თავიდან ასაცილებლად.
  4. ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები მტკიცედ იცავდნენ სიკეთისკენ მოწოდებას და ბოროტების აკრძალვის პრინციპებს.
  5. იმამ ან-ნავავი ამბობს: «ეს განეკუთვნება უსამართლო წამებას, ამიტომ არ მოიცავს სამართლიან სასჯელებს, როგორიცაა თანასწორი შურისძიება, დადგენილი სასჯელები, დისციპლინური სასჯელები და სხვა მსგავსები».

თარგმნების ჩვენება

36 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية