1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას

عن تَميم الداري رضي الله عنه، قال: سمعتُ رسول الله صلى الله عليه وسلم يقول:
«‌لَيَبْلُغَنَّ ‌هَذَا الأَمْرُ مَا بَلَغَ اللَّيْلُ وَالنَّهَارُ، وَلَا يَتْرُكُ اللهُ بَيْتَ مَدَرٍ وَلَا وَبَرٍ إِلَّا أَدْخَلَهُ اللهُ هَذَا الدِّينَ، بِعِزِّ عَزِيزٍ أَوْ بِذُلِّ ذَلِيلٍ، عِزًّا يُعِزُّ اللهُ بِهِ الإِسْلَامَ، وَذُلًّا يُذِلُّ اللهُ بِهِ الكُفْرَ» وَكَانَ تَمِيمٌ الدَّارِيُّ يَقُولُ: قَدْ عَرَفْتُ ذَلِكَ فِي أَهْلِ بَيْتِي، لَقَدْ أَصَابَ مَنْ أَسْلَمَ مِنْهُمُ الْخَيْرُ وَالشَّرَفُ وَالْعِزُّ، وَلَقَدْ أَصَابَ مَنْ كَانَ مِنْهُمْ كَافِرًا الذُّلُّ وَالصَّغَارُ وَالْجِزْيَةُ.

გადმოცემულია თამიიმ ად-დაარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას, ეს მოხდება ან დიდებული ღირსების მქონეთა მეშვეობით, ან მდაბალი ხალხის მეშვეობით: ღირსება, რომლითაც ალლაჰი ისლამს აღამაღლებს, და დამცირება, რომლითაც ალლაჰი ურწმუნოებს დაამცირებს». თამიმ ად-დარი ამბობდა: "მე ეს ჩემი ოჯახის მაგალითზე დავინახე მათგან, ვინც ისლამი მიიღო, სიკეთე, პატივი და ღირსება ეწია. ხოლო მათგან, ვინც ურწმუნო დარჩა, დამცირებამ, სირცხვილმა და ჯიზიამ მოიცვა".

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა მუსნად აჰმად - 16957

განმარტება

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ რელიგია მიაღწევს მიწის ყველა კუთხეს. ნებისმიერ ადგილს, სადაც ღამე და დღე აღწევს, ეს რელიგია აუცილებლად მიაღწევს, უზენაესი ალლაჰი არ დატოვებს არც ერთ სახლს ქალაქებში, სოფლებში, უდაბნოებსა და ველებში, ისე, რომ ამ რელიგიას იქ არ შეიყვანს. ვინც მიიღებს ამ რელიგიას და ირწმუნებს მას, ის დიდებული ღირსების მფლობელი გახდება ისლამით. ვინც მას უარყოფს და არ ირწმუნებს, ის დამცირებული გახდება.
შემდეგ საჰაბა თამიმ ად-დარიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) აღნიშნა, რომ მან საკუთარ ოჯახში დაინახა ის, რაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო. ვინც მათგან ისლამი მიიღო, მას სიკეთე, პატივი და დიდება შეხვდა. ხოლო ვინც მათგან ურწმუნო დარჩა, მას დამცირება და სირცხვილი ეწია, დამატებით იმ ქონებასთან ერთად, რაც მას მუსლიმებისთვის უნდა გადაეხადა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმებისთვის კეთილი ამბავი, რომ მათი რელიგია მთელ მიწაზე გავრცელდება.
  2. ღირსება ისლამისა და მუსლიმებისთვის, ხოლო დამცირება უარყოფისთვის და ურწმუნოებისთვის.
  3. ეს მოწმობს წინასწარმეტყველობის ნიშნებზე და მისი სიმბოლოების ერთ-ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარ გვამცნო.

თარგმნების ჩვენება

56 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية