1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ عُمَرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا: أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ أَحَدَكُمْ إِذَا مَاتَ عُرِضَ عَلَيْهِ مَقْعَدُهُ بِالْغَدَاةِ وَالعَشِيِّ، إِنْ كَانَ مِنْ أَهْلِ الجَنَّةِ فَمِنْ أَهْلِ الجَنَّةِ، وَإِنْ كَانَ مِنْ أَهْلِ النَّارِ فَمِنْ أَهْلِ النَّارِ، فَيُقَالُ: هَذَا مَقْعَدُكَ حَتَّى يَبْعَثَكَ اللَّهُ يَوْمَ القِيَامَةِ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«უეჭველად, ყოველი თქვენგანისთვის, როდესაც ის მოკვდება, დილასა და საღამოს უჩვენებენ მის ადგილს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: “ეს არის შენი ადგილი, სანამ ალლაჰი არ აღგადგენს აღდგომის დღეს”».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1379

განმარტება

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მშვიდობა მისცეს მას) გვამცნობს. რომ სიკვდილის შემდეგ მონას უჩვენებენ მის სამყოფელს და მისთვის განკუთვნილ ადგილს — ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში — დღის დასაწყისში და დღის ბოლოს: თუ ის სამოთხის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, ხოლო თუ ის ჯოჯოხეთის ბინადართაგანაა, მას უჩვენებენ მის ადგილს ჯოჯოხეთში. და მას ეუბნებიან: ეს არის შენი ადგილი სადაც წარიგზავნები განკითხვის დღეს; ამის მიხედვით ან წყალობაში იქნება მორწმუნე, და სასჯელში იქნება ურწუმო.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასაფლაოს სასჯელის და წყალობის მტკიცებულება, რამეთუ ის ჭეშმარიტებაა.
  2. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ღმერთისმოშიში მორწმუნისა და ურწმუნოსთვის მათი ადგილის ჩვენება აშკარაა. რაც შეეხება მორწმუნეს, რომელიც სამართლიან საქმეებს ცოდვებთან აზავებს, შესაძლებელია, რომ მასაც უჩვენებენ მის ადგილს სამოთხეში, სადაც ის საბოლოოდ მოხვდება».

თარგმნების ჩვენება

40 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية