1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია

عَنْ سَهْلِ بْنِ سَعْدٍ السَّاعِدِيِّ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«رِبَاطُ يَوْمٍ فِي سَبِيلِ اللَّهِ خَيْرٌ مِنَ الدُّنْيَا وَمَا عَلَيْهَا، وَمَوْضِعُ سَوْطِ أَحَدِكُمْ مِنَ الجَنَّةِ خَيْرٌ مِنَ الدُّنْيَا وَمَا عَلَيْهَا، وَالرَّوْحَةُ يَرُوحُهَا العَبْدُ فِي سَبِيلِ اللَّهِ أَوِ الغَدْوَةُ خَيْرٌ مِنَ الدُّنْيَا وَمَا عَلَيْهَا».

გადმოცემულია საჰლ იბნ სა'დ ალ-საა'იდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ერთი დღე საგუშაგოზე ალლაჰის გზაზე — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია. სამოთხეში ერთი ადგილიც კი, რომელიც ტოლია რომელიმე თქვენთაგანის ჯოხის სიგრძისა, სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია. დილა ან საღამო, რომელიც მონამ ალლაჰის გზაზე გაატარა — სჯობს ამ ქვეყანას და ყველაფერს, რაც მასშია».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 2892

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ერთი დღით რიბატი/გუშაგობა მუსლიმებსა და ურწმუნოებს შორის, მუსლიმების დასაცავად, მხოლოდ ალლაჰის გულისთვის, ამ ქვეყანასა და ყველაფერს, რაც მასშია, სჯობს. სამოთხეში ადგილიც კი, რომელიც ტოლფასია მათრახის სიგრძისა, რომელიც იხმარება ალლაჰის გზაზე ჯიჰადის დროს, ამ ქვეყანასა და მასში არსებულ ყველა საგანს სჯობს. ჯილდო და საზღაური ერთი დილისთვის, რომელიც ალლაჰის გზაზე გაატარა ადამიანმა — დილის დაწყებიდან შუადღემდე — ან ერთი საღამოსთვის, შუადღის შემდეგ ღამემდე, ამ ქვეყანასა და ყველაფერს, რაც მასშია, სჯობს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. რიბატის — ანუ ალლაჰის გზაზე მორიგეობრივი დარაჯობის — ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშროებასთან არის დაკავშირებული და მიზნად ისახავს ალლაჰის სიტყვების ამაღლებას და მისი რელიგიის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ერთი დღის რიბატის საზღაური ამ ქვეყანასა და ყველაფერს, რაც მასშია, სჯობს.
  2. ამქვეყნის სიმცირე იმქვეყანასთან შედარებით; რადგან მათრახის ტოლა ადგილი სამოთხეში უფრო უკეთესია, ვიდრე მთელი ქვეყანა და მასზედ არსებული.
  3. ალლაჰის გზაზე ჯიჰადის სიკეთე და მისი უდიდესი მადლიანობა; რადგან დილით და საღამოს ერთი მოძრაობის მადლი უფრო უკეთესია, ვიდრე მთელი ქვეყანა და მასზედ არსებული.
  4. სიტყვები: ''ალლაჰის გზაზე'' ამაში არის მითითება გულწრფელობის მნიშვნელობაზე, რადგან მადლი მასზეა დამოკიდებული.

თარგმნების ჩვენება

39 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية