1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი მე მომეცა ხუთი რამ, რაც არავის არ მიეცა ჩემამდე

عَنْ جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللَّهِ رضي الله عنهما أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«أُعْطِيتُ خَمْسًا لَمْ يُعْطَهُنَّ أَحَدٌ قَبْلِي: نُصِرْتُ بِالرُّعْبِ مَسِيرَةَ شَهْرٍ، وَجُعِلَتْ لِي الأَرْضُ مَسْجِدًا وَطَهُورًا، فَأَيُّمَا رَجُلٍ مِنْ أُمَّتِي أَدْرَكَتْهُ الصَّلاَةُ فَلْيُصَلِّ، وَأُحِلَّتْ لِي المَغَانِمُ، وَلَمْ تَحِلَّ لِأَحَدٍ قَبْلِي، وَأُعْطِيتُ الشَّفَاعَةَ، وَكَانَ النَّبِيُّ يُبْعَثُ إِلَى قَوْمِهِ خَاصَّةً وَبُعِثْتُ إِلَى النَّاسِ عَامَّةً».

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მე მომეცა ხუთი რამ, რაც არავის არ მიეცა ჩემამდე: მომეცა გამარჯვება მტრების გულებში შიშის დანერგით ერთი თვის სავალ მანძილზე, ჩემთვის დედამიწა იქცა მეჩეთად და განწმენდის საშუალებად, ჩემი თემის რომელიმე კაციც მიუსწრებს ლოცვას დაე ილოცოს, ჩემთვის ნებადართული გახდა ნადავლის აღება, რაც არავისთვის ყოფილა ნებადართული ჩემს წინ, მომეცა შუამდგომლობა, შუამავლები იგზავნებოდნენ კონკრეტულად თავიანთი ხალხისთვის, მე კი წარმოვიგზავნე მთლიანი კაცობრიობისთვის».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 335

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ალლაჰმა მას მიანიჭა ხუთი თვისება, რომლებიც არც ერთ მოციქულს არ ჰქონია მის წინ:
პირველი: მე გავიმარჯვე შიშით, რომელიც ალლაჰმა ჩანერგა ჩემი მტრების გულებში, თუნდაც მათ და ჩემს შორის ერთი თვის სავალი მანძილი ყოფილიყო.
მეორეც: დედამიწა ჩვენთვის მეჩეთად იქნა შექმნილი, სადაც არ უნდა ვიყოთ, შეგვიძლია ლოცვა და გასუფთავება მიწით, როცა წყალი მიუწვდომელია.
მესამეც: ჩვენთვის ნებადართული გახდა საომარი ნადავლი, რაც გულისხმობს იმ ქონებას, რომელსაც მუსლიმები იღებენ ურწმუნოებთან ომში.
მეოთხე: მე მომენიჭა უზენაესის შუამდგომლობა, რათა გავათავისუფლო ადამიანები განკითხვის დღის შემზარავი მდგომარეობისგან.
მეხუთე: მე გამოგზავნილი ვარ ყველა ქმნილებისკენ, როგორც ადამიანების, ასევე ჯინების მიმართ, განსხვავებით ჩემამდე გამოგზავნილი მოციქულებისგან, რომლებიც მხოლოდ თავიანთ ხალხთან იგზავნებოდნენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მონისთვის დასაშვებია ალლაჰის მიერ მასზე მონიჭებული მადლიერებების აღნიშვნა, როგორც მათი შესახებ ცნობიერების გაზიარების მიზნით, ასევე ალლაჰისთვის მადლიერების გამოსახატავად.
  2. უზენაესი და დიდებული ალლაჰის სიკეთე ამ უმმაზე (თემზე) და მის მოციქულზე გამოიხატება ამ თვისებებში.
  3. ლოცვის დროულად შესრულების ვალდებულება ნებისმიერ პირობებში, და შესრულება იმ პირობების, საფუძვლებისა და მოვალეობების, რომელთა გაკეთებაც შესაძლებელია მოცემულ მდგომარეობაში.
  4. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაკუთრებული შუამდგომლობა, რომელიც მოციქულებს შორის მხოლოდ მას ერგო, რამდენიმე სახისაა: ერთ-ერთი მათგანია მისი შუამდგომლობა ხალხისთვის განკითხვის დღის განსჯისას. ასევე, მისი შუამდგომლობა სამოთხის მოსახლეობის სამოთხეში შესვლისთვის. მათ შორის არის მისი განსაკუთრებული შუამდგომლობა თავის ბიძისთვის, აბუ ტაალიბისთვის, ცეცხლის სასჯელის შემსუბუქებაში და არა მისგან გამოსვლაში, რადგან ის გარდაიცვალა ურწმუნოდ.
  5. ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მრავალი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა, რომლებიც ამ ჰადისში არ არის ნახსენები, მათ შორის: მას მიენიჭა მოკლე, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები, ის გახდა მოციქულთა ბეჭედი (ბოლო მოციქული), ჩვენი რიგები ლოცვაში გაათანაბრეს ანგელოზთა რიგებთან, ასევე სხვა მრავალი განსაკუთრებული თვისება.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية