1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი მუსლიმი ქალისთვის არ არის ნებადართული გაემგზავროს ერთი ღამის სავალ მანძილზე, თუ მასთან ერთად არ არის მამაკაცი, რომელიც მისი მაჰრამია

عن أبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَا يَحِلُّ لِامْرَأَةٍ مُسْلِمَةٍ تُسَافِرُ مَسِيرَةَ لَيْلَةٍ إِلَّا وَمَعَهَا رَجُلٌ ذُو حُرْمَةٍ مِنْهَا».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მუსლიმი ქალისთვის არ არის ნებადართული გაემგზავროს ერთი ღამის სავალ მანძილზე, თუ მასთან ერთად არ არის მამაკაცი, რომელიც მისი მაჰრამია».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1339

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმი ქალისთვის აკრძალულია მოგზაურობა ერთი ღამის სავალზე, თუ მას არ ახლავს მისი მაჰრამი ახლობელი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იბნ ჰაჯარმა თქვა: «მეურვე თანმხლები მამაკაცის გარეშე ქალისთვის მოგზაურობა აკრძალულია, ამ ყველაფერზე არის ერთსულოვანი აზრი, გარდა ჰაჯობის, უმრას და ურწმუნოთა მიწიდან გადასახლებისა, ასევე არიან ისეთებიც (სწავლულები), ვინც ეს ჰაჯობის პირობად დაასახელა».
  2. ისლამური შარიათის სრულყოფილება, ის მკაცრად უფრთხილდება ქალის უსაფრთხოებას და იცავს მას.
  3. ალლაჰისა და უკანასკნელი დღის რწმენა მოითხოვს ალლაჰის დადგენილი კანონების მორჩილებას და მისი საზღვრების დაცვას.
  4. ქალის მაჰრამი არის ქმარი ან ის პირი, ვისთანაც ქორწინება სამუდამოდ აკრძალულია ნათესაური კავშირის, ძუძუმტეობის, ან ქორწინების ნათესაური კავშირის გამო. მაჰრამი უნდა იყოს მუსლიმი, სრულწლოვანი, გონიერი, სანდო და პატიოსანი. მაჰრამის მიზანია ქალის დაცვა, მოვლა და მისი საქმეების უზრუნველყოფა.
  5. იმამ ალ-ბაიჰაყი იმ ჰადისების შესახებ, რომლებიც ქალის მოგზაურობის დროის ხანგრძლივობას განსაზღვრავენ, თქვა: «შეჯამება ის არის, რომ ყველაფერი, რაც მოგზაურობად ითვლება, ქალისთვის აკრძალულია მეუღლის ან მაჰრამის გარეშე, იქნება ეს სამდღიანი, ორდღიანი, ერთდღიანი ან სხვა ხანგრძლივობის. ამისი მტკიცებულებაა აბბასის გადმოცემული ზოგადი ჰადისი, რომელიც მუსლიმის ჰადისების ბოლო ვარიანტია: «არ იმგზავროს ქალმა, თუ მასთან არ არის მაჰრამი». ეს მოიცავს ყველა მოგზაურობად მიჩნეულ შემთხვევას». (ამით დასრულდა ციტირება). ეს ჰადისი დაკავშირებულია მკითხველის მდგომარეობასა და ადგილმდებარეობასთან.

თარგმნების ჩვენება

47 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية