1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ო აიშა, ალლაჰი ლმობიერია და უყვარს ლმობიერება, ლმობიერობისთვის ის მისცემს ისეთ მადლს, რასაც არ მისცემს სიუხეშისთვის, და ასევე რასაც არ მისცემს სხვა რამისთვის

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤْمِنين رضي الله عنها زَوْجِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«يَا عَائِشَةُ إِنَّ اللهَ رَفِيقٌ يُحِبُّ الرِّفْقَ، وَيُعْطِي عَلَى الرِّفْقِ مَا لَا يُعْطِي عَلَى الْعُنْفِ، وَمَا لَا يُعْطِي عَلَى مَا سِوَاهُ».

აიშა, მორწმუნეთა დედა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეუღლე, გადმოგვცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ო აიშა, ალლაჰი ლმობიერია და უყვარს ლმობიერება, ლმობიერობისთვის ის მისცემს ისეთ მადლს, რასაც არ მისცემს სიუხეშისთვის, და ასევე რასაც არ მისცემს სხვა რამისთვის».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2593

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორწმუნეთა დედა აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) რჩევა მისცა, რომ იყოს რბილი და კეთილგანწყობილი, ალლაჰი თავად არის მოწყალე და კეთილი თავის მონებთან, მას სურს მათთვის სიმსუბუქე და არ სურს სირთულე, ის არ აკისრებს მათ ისეთ ვალდებულებებს, რაც მათ ძალებს აღემატება, ალლაჰს უყვარს, რომ მისი მონები გამოირჩეოდნენ რბილი ხასიათით, სიკეთით და სიმშვიდით, და არ იყვნენ მკაცრები, უხეშები და ბოროტები, ალლაჰი სიკეთესა და რბილ მოპყრობაში უფრო მეტ სიკეთესა და ჯილდოს აძლევს, ვიდრე სიმკაცრესა და უხეშობაში, ვისაც აქვს რბილი ხასიათი, იგი ამით აღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწევს ძალადობითა და სიმკაცრით, ალლაჰი ამქვეყნად რბილი ხასიათის მქონეს აჯილდოებს მშვენიერი ხსენებით, მიზნების მიღწევით და საქმეების კურთხებით. ხოლო آსაიქიოში მას მიენიჭება უხვი ჯილდო და უდიდესი საზღაური.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. რბილი ხასიათისა და კეთილგანწყობის წახალისება და ძალადობის აკრძალვა.
  2. რბილი ხასიათის აღმატებულობა ზნეობრივ თვისებებში.
  3. რბილი და კეთილგანწყობილი ადამიანი იმსახურებს ალლაჰისგან მშვენიერ შექებას და დიდ ჯილდოს.
  4. ას-სინდიმ თქვა: «სიმკაცრე არის რბილი დამოკიდებულების საპირისპირო. ის, ვინც ხალხს რბილი და კეთილგანწყობილი გზით მოუწოდებს ჭეშმარიტებისკენ, უმჯობესი და უკეთესია, ვიდრე ის, ვინც უხეშობითა და სიმკაცრით მოუწოდებს, თუ მოცემული გარემო ორივე მიდგომას თანაბრად იღებს. მაგრამ თუ სიტუაცია ერთ კონკრეტულ მიდგომას მოითხოვს, მაშინ აუცილებელია გამოიყენოს ის, რაც უფრო შესაფერისია, და ალლაჰმა უკეთ იცის, რა არის ჭეშმარიტება და რა არის ყველაზე შესაფერისი კონკრეტულ ვითარებაში».

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية