1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად, ჩემთვის ყველაზე საყვარლები და სასამართლოს დღეს ჩემთან ყველაზე ახლოს მჯდომნი იქნებიან თქვენგან ყველაზე კეთილი ზნეობის მქონენი

عَنْ جَابِرٍ رَضيَ اللهُ عنهُ أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِنَّ مِنْ أَحَبِّكُمْ إِلَيَّ وَأَقْرَبِكُمْ مِنِّي مَجْلِسًا يَوْمَ القِيَامَةِ أَحَاسِنَكُمْ أَخْلاَقًا، وَإِنَّ أَبْغَضَكُمْ إِلَيَّ وَأَبْعَدَكُمْ مِنِّي مَجْلِسًا يَوْمَ القِيَامَةِ الثَّرْثَارُونَ وَالمُتَشَدِّقُونَ وَالمُتَفَيْهِقُونَ»، قَالُوا: يَا رَسُولَ اللهِ، قَدْ عَلِمْنَا الثَّرْثَارُونَ وَالمُتَشَدِّقُونَ فَمَا الْمُتَفَيْهِقُونَ؟ قَالَ: «الْمُتَكَبِّرُونَ».

ჯააბირი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ჩემთვის ყველაზე საყვარლები და სასამართლოს დღეს ჩემთან ყველაზე ახლოს მჯდომნი იქნებიან თქვენგან ყველაზე კეთილი ზნეობის მქონენი, ხოლო ჩემთვის ყველაზე საძულველნი და ჩემგან ყველაზე შორს მჯდომნი სასამართლოს დღეს იქნებიან ლაყბები, თავიანთ სიტყვებში ქედმაღალნი და დიდგულოვნად მოლაპარაკეები». ხალხმა ჰკითხა: „ჩვენ ვიცით ლაყბები და ქედმაღალნი სიტყვებში, მაგრამ ვინ არიან დიდგულოვნად მოლაპარაკეები?“ მან უპასუხა: «ისინი არიან ამპარტავნები».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ სუნან ალ-თირმიზი - 2018

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი და განკითხვის დღეს მის ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები ისინი არიან, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს. ხოლო მისთვის ყველაზე საძულველი და განკითხვის დღეს მისგან ყველაზე შორს მდგომი ისინი იქნებიან, ვისაც ცუდი ზნეობა აქვს, ესენი არიან: (ას სარსაარუნ) – ისინი, ვინც ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ, იძულებით და ჭეშმარიტების მიღმა გასვლით; (ალ-მუთაშადდიყუნ) – ისინი, ვინც სიტყვებში ზედმეტად ცდილობენ დახვეწილობას და თავიანთ სიტყვებს ზედმეტად აჭარბებენ, ყოველგვარი სიფრთხილისა და თავშეკავების გარეშე; (ალ-მუთაფაიჰიყუნ) –ალლაჰის მოციქულს საჰაბებმა ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენ გავიგეთ, ვინ არიან ‘ას-სარსარუნ’ და ‘ალ-მუთაშადდიყუნ’, მაგრამ ვინ არიან ‘ალ-მუთაფაიჰიყუნ’?“უპასუხა: ესენი არიან ქედმაღლები, ადამიანები, რომლებიც სხვებს დასცინიან და თავიანთი სიტყვებით იწონებენ თავს, უხვად ლაპარაკობენ და პირებს აფართოებენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. კეთილი ზნეობა ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიყვარულის მოპოვებისა და განკითხვის დღეს მის სიახლოვეს ყოფნის მიზეზთაგანია, ხოლო ცუდი ზნეობა – ამის საპირისპირო.
  2. კეთილი ზნეობა ადამიანებს შორის სიყვარულის მიზეზთაგანია, ხოლო ცუდი ზნეობა – ამის საპირისპირო.
  3. მოწოდება კეთილი ზნეობისკენ, თავმდაბლობისკენ და უხეშობისა და მკაცრი ფორმალურობისგან თავის არიდებისკენ.
  4. გაფრთხილება ზედმეტი ლაპარაკისგან, ქედმაღლობისგან, თავის დიდი მნიშვნელობის მინიჭებისა და იძულებითი საუბრისგან.

თარგმნების ჩვენება

44 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية