عَنْ النَّوَّاسِ بْنِ سَمْعَانَ الْأَنْصَارِيِّ رضي الله عنه عَنْ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«ضَرَبَ اللهُ مَثَلًا صِرَاطًا مُسْتَقِيمًا، وَعَلَى جَنْبَتَيْ الصِّرَاطِ سُورَانِ، فِيهِمَا أَبْوَابٌ مُفَتَّحَةٌ، وَعَلَى الْأَبْوَابِ سُتُورٌ مُرْخَاةٌ، وَعَلَى بَابِ الصِّرَاطِ دَاعٍ يَقُولُ: أَيُّهَا النَّاسُ، ادْخُلُوا الصِّرَاطَ جَمِيعًا، وَلَا تَتَعَرَّجُوا، وَدَاعٍ يَدْعُو مِنْ فَوْقِ الصِّرَاطِ، فَإِذَا أَرَادَ يَفْتَحُ شَيْئًا مِنْ تِلْكَ الْأَبْوَابِ، قَالَ: وَيْحَكَ لَا تَفْتَحْهُ، فَإِنَّكَ إِنْ تَفْتَحْهُ تَلِجْهُ، وَالصِّرَاطُ الْإِسْلَامُ، وَالسُّورَانِ: حُدُودُ اللهِ، وَالْأَبْوَابُ الْمُفَتَّحَةُ: مَحَارِمُ اللهِ، وَذَلِكَ الدَّاعِي عَلَى رَأْسِ الصِّرَاطِ: كِتَابُ اللهِ، وَالدَّاعِي مِنِ فَوْقَ الصِّرَاطِ: وَاعِظُ اللهِ فِي قَلْبِ كُلِّ مُسْلِمٍ».

ან-ნავვას იბნ სამ'აან ალ-ანსარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
"ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი სწორი გზისა, რომლის ორივე მხარეს ორი კედელია. ამ კედლებში არის ღია კარები, და კარებზე ჩამოფარებულია ფარდები. გზის შესასვლელთან არის მომხმობი, რომელიც ამბობს: "ჰეი ხალხო, შედით ამ სწორ გზაზე ყველანი და ნუ გადაუხვევთ!" ასევე, გზის ზემოდან არის სხვა მომხმობი, რომელიც აფრთხილებს: "თუ ვინმე ცდილობს კარის გაღებას, მას ეუბნებიან: 'გაფრთხილდი, ნუ გახსნი ამ კარს, რადგან თუ გახსნი, მასში შეხვალ.' სწორი გზა არის ისლამი, ორი კედელი არის ალლაჰის საზღვრები, ხოლო ღია კარები არის ალლაჰის აკრძალვები. გზის თავზე მყოფი მომხმობი არის ალლაჰის წიგნი. მეორე მომხმობი, რომელიც გზის ზემოთაა: ალლაჰის გაფრთხილებაა ყველა მუსლიმის გულში".

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა მუსნად აჰმად - 17634

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ალლაჰმა მოიყვანა მაგალითი ისლამის სწორი გზის სახით, რომელიც გრძელია და მასში არ არის არანაირი გადახვევა. ამ გზის ორივე მხარეს არის კედლები, რომლებიც მას აკრავს, და ეს კედლები ალლაჰის საზღვრებს წარმოადგენენ. ამ კედლებში არის ღია კარები, რომლებიც ალლაჰის აკრძალვებია. ამ კარებზე ჩამოფარებულია ფარდები, რომლებიც ფარავენ იმას, რაც შიგნით არის. გზის დასაწყისში დგას მომხმობი, რომელიც ხალხს მოუწოდებს და ურჩევს: "იარეთ ამ გზით და ნუ გადაუხვევთ გვერდებზე." ეს მომხმობი ალლაჰის წიგნია. ასევე, გზის ზემოდან არის სხვა მომხმობი, რომელიც ყოველ სწორ გზაზე მოსიარულეს, თუ შეეცდება ფარდების მცირე ნაწილის ახდომას, აჩერებს მას და ეუბნება: "ფრთხილად იყავი, ნუ გახსნი მას! რადგან თუ გახსნი, მასში შეხვალ და ვეღარ შეიკავებ თავს." ეს ხმა არის ალლაჰის გაფრთხილება ყოველი მუსლიმის გულში

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ისლამი არის ჭეშმარიტი რელიგია, და ეს არის სწორი გზა, რომელსაც მივყავართ სამოთხეში.
  2. ალლაჰის საზღვრების დაცვა, მის ნებადართულ და აკრძალულ საქმეებში, მის მიმართ დაუდევრობა და უგულებელყოფა გამოიწვევს დაღუპვას.
  3. დიდებული ყურანის სიკეთე და მის მიხედვით მოქმედების წახალისება, და რომ მასშია ჭეშმარიტი გზა, სინათლე და გადარჩენა.
  4. ალლაჰის წყალობა თავისი მონების მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ მან მორწმუნეთა გულებში ჩადო ის, რაც აფრთხილებს მათ და ხელს უშლის მათ საშიშროებაში ჩავარდნას.
  5. ალლაჰმა თავისი მოწყალებით დაუდგინა ბარიერები თავის მსახურთ, რომლებიც უკრძალავენ მათ ცოდვებში ჩავარდნას.
  6. სასწავლო საშუალებებიდან ერთ-ერთი არის მაგალითების მოყვანა, რათა საკითხი უფრო გასაგები იყოს.

თარგმნების ჩვენება

68 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو