عن عبدِ الله بن عمرو رضي الله عنهما قال:
كنتُ أكتبُ كلَّ شيءٍ أسمعُه من رسولِ الله صلَّى الله عليه وسلم أُريدُ حفْظَه، فنهتْني قريشٌ، وقالوا: أتكْتبُ كلَّ شيءٍ تَسمَعُه من رسول الله صلَّى الله عليه وسلم، ورسولُ الله صلَّى الله عليه وسلم بَشَرٌ يتكلَّمُ في الغضَبِ والرِّضا؟ فأمسَكتُ عن الكتاب، فذكرتُ ذلك لرسول الله صلَّى الله عليه وسلم، فأومأ بإصبَعِه إلى فيه، فقال: «اكتُبْ، فوالذي نفسي بيدِه، ما يَخرُجُ منه إلا حقٌّ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«მე ვწერდი ყველაფერს, რასაც ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვისმენდი, რათა დამემახსოვრებინა. ყურეიშელებმა გამაჩერეს და მითხრეს: "ნუთუ ყველაფერს წერ, რასაც მოციქულისგან ისმენ? მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს როგორც რისხვის, ისე კმაყოფილების დროს". ამის შემდეგ მე შევწყვიტე წერა. ეს ამბავი მოვახსენე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თითით მიუთითა თავის პირზე და თქვა: «წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან არაფერი გამოდის, გარდა ჭეშმარიტებისა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა სუნან აბი დაუდ - 3646

განმარტება

აბდულლაჰ ბნ 'ამრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "მე ვწერდი ყველაფერს, რასაც ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვისმენდი, რათა დამემახსოვრებინა წერით. ყურეიშის მამაკაცებმა შემაჩერეს და მითხრეს: 'მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ადამიანია, რომელიც ლაპარაკობს როგორც კმაყოფილების, ისე რისხვის დროს და შესაძლოა, შეცდომაც დაუშვას.' ამის გამო შევწყვიტე წერა."
შემდეგ ეს ამბავი მოვახსენე მოციქულ მუჰამედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თითით მიუთითა თავის პირზე და თქვა: წერე! ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, აქედან მხოლოდ სიმართლე გამოდის ყველა შემთხვევაში, იქნება ეს კმაყოფილების თუ რისხვის დროს.
უზენაესმა ალლაჰმა თქვა მის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ﴾და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით* რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა რაც ზეშთაეგონა﴿ [ან-ნაჯმ: 3-4].

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაცულია შეცდომისგან იმაში, რაც დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰისგან გადმოსცემს, იქნება ეს კმაყოფილების თუ რისხვის დროს.
  2. საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დიდ ყურადღებას აქცევდნენ სუნნათის დამახსოვრებას და მის გადაცემას.
  3. დაშვებულია ფიცის დადება, თუნდაც მოთხოვნის გარეშე, როცა ეს კეთდება სასარგებლოდ, მაგალითად, რაიმე საკითხის გაძლიერებისა და მნიშვნელობის დადასტურების მიზნით.
  4. ცოდნის ჩაწერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც ცოდნის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

თარგმნების ჩვენება

61 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية