1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე

عَنْ ‌عَبْدِ اللهِ بْنِ عَمْرِو بْنِ الْعَاصِ رضي الله عنها أَنَّهُ سَمِعَ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِذَا سَمِعْتُمُ الْمُؤَذِّنَ فَقُولُوا مِثْلَ مَا يَقُولُ، ثُمَّ صَلُّوا عَلَيَّ، فَإِنَّهُ مَنْ صَلَّى عَلَيَّ صَلَاةً صَلَّى اللهُ عَلَيْهِ بِهَا عَشْرًا، ثُمَّ سَلُوا اللهَ لِيَ الْوَسِيلَةَ، فَإِنَّهَا مَنْزِلَةٌ فِي الْجَنَّةِ، لَا تَنْبَغِي إِلَّا لِعَبْدٍ مِنْ عِبَادِ اللهِ، وَأَرْجُو أَنْ أَكُونَ أَنَا هُوَ، فَمَنْ سَأَلَ لِيَ الْوَسِيلَةَ حَلَّتْ لَهُ الشَّفَاعَةُ».

აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან მოისმინა მოციქული, (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 384

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ურჩია ყველას, ვინც მოისმენს მუეზინის მოწოდებას ლოცვისთვის, გაიმეოროს ის, რასაც მუეზინი ამბობს, გარდა ჰაია 'ალასსალაჰ და "ჰაია 'ალალფალაჰ-ის . ამ სიტყვების შემდეგ უნდა თქვას: "ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაა ბილლაჰ". ამის შემდეგ, აზანის დასრულებისთანავე, მორწმუნემ უნდა დალოცოს მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ვინც ერთხელ დალოცავს მოციქულს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. ალლაჰის მორწმუნეზე დალოცვის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ალლაჰი მას ანგელოზების წინაშე განადიდებს.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაავალა, რომ ალლაჰს ვედრებით სთხოვონ მისთვის ვასილას მინიჭება — სამოთხეში განსაკუთრებული ადგილი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ხარისხს და რომლის მოპოვება მხოლოდ ერთმა ალლაჰის მორჩილმა შეიძლება შეძლოს. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იმედოვნებდა, რომ ეს რჩეული პიროვნება თავად იქნებოდა, იმავდროულად გამოხატავდა უდიდეს სიმდაბლეს და თავმდაბლობას. სინამდვილეში, თუ ეს უმაღლესი მდგომარეობა მხოლოდ ერთს უნდა მიენიჭოს, უდავოდ, იგი იქნება მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მა), რადგან ის ყველა ქმნილებათაგან საუკეთესოა.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც ითხოვს შუამდგომლობას მოციქულისთვის მიიღებს შუამდგომლობას შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუეზინის მოწოდებაზე გამოხმაურების წახალისება.
  2. მუეზინის მოწოდებაზე გამოხმაურების შემდეგ მოციქულ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სალავათის (დალოცვის) სიკეთე.
  3. მოციქულ მუჰამმადისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვასიილას თხოვნის წახალისება მასზე სალავათის წარმოთქმის შემდეგ.
  4. სიტყვა ალ-ვასიილა - ს მნიშვნელობის განმარტება და მისი მაღალი მდგომარეობა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ერთი მსახურისთვის.
  5. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღირსების განმარტება, რომელიც მას მიენიჭა იმ მაღალი ადგილისთვის.
  6. ვინც უზენაეს ალლაჰს თხოვს მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალ-ვასიილაჰ-ს მისთვის ნებადართული იქნება შუამდგომლობა (განკითხვის დღეს).
  7. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავმდაბლობა გამოიხატება იმაში, რომ მან სთხოვა თავის უმმას, შეევედრონ ალლაჰისთვის მისთვის ამ უმაღლესი ხარისხის მინიჭება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი უკვე განსაკუთრებულად მისთვის არის განკუთვნილი.
  8. ალლაჰის უდიდესი სიკეთე და მოწყალება, რადგან ერთი კეთილი საქმე ათმაგად ფასდება.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية