1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში

عَنْ أَنَسٍ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِذَا تَوَضَّأَ أَحَدُكُمْ وَلَبِسَ خُفَّيْهِ فَلْيُصَلِّ فِيهِمَا، وَلْيَمْسَحْ عَلَيْهِمَا ثُمَّ لَا يَخْلَعْهُمَا إِنْ شَاءَ إِلَّا مِنْ جَنَابَةٍ».

ანას ბინ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგანი აიღებს აბდესს და ჩაიცვამს ტყავის წინდებს, ილოცოს მათში და სველი ხელით შეიწმინდოს მათი ზედაპირი (აბდესის დროს). არ უნდა გაიხადოს ისინი, თუ თვითონ არ მოისურვებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გახდება ჯუნუბის მდგომარეობაში».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-დაარაყუტნიმ სუნან ალ-დარააყუტნიი - 781

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ თუ მუსლიმმა აბდესის მიღების შემდეგ ჩაიცვა ტყავის წინდები და შემდეგ დაკარგა აბდესი, და შემდეგ როცა მისი განახლება მოისურვა, ნებადართულია წინდების შეწმენდა აბდესის დროს. მას შეუძლია ილოცოს მათში, წინდების გახდის გარეშე, დადგენილი დროის განმავლობაში. თუმცა, თუ ის დიდ რიტუალურ უწმინდურებაში (ჯანაბაში) აღმოჩნდება, მაშინ საჭიროა წინდების გახდა და სრული განბანვის შესრულება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ტყავის წინდების შეწმენდა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაცმული იყო მცირე განბანვის სრულად შესრულების შემდეგ.
  2. მასჰის (წინდებზე შეწმენდა) ვადა (მუყიმისთვის) ის ვინც მგზავრი არ არის ერთი დღე და ერთი ღამეა, ხოლო მოგზაურისთვის (მუსაფირი) — სამი დღე და სამი ღამე.
  3. ტყავის წინდების შეწმენდა (მასჰი) დასაშვებია მხოლოდ მცირე უწმინდურობის დროს, ხოლო დიდი უწმინდურობის შემთხვევაში მასჰის გაკეთება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წინდების გახდა და ფეხების განბანვა.
  4. სასურველია ლოცვის შესრულება ფეხსაცმელში, ტყავის წინდებში ან მსგავსში, რათა განსხვავდეთ იუდეველებისგან. თუმცა, ეს ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი სუფთაა და არ იწვევს ზიანს მლოცველებისთვის ან მეჩეთისთვის. მეჩეთებში, რომლებიც დაფარულია ხალიჩებით, ფეხსაცმლით ლოცვა არ არის რეკომენდებული.
  5. ტყავის წინდების შეწმენდა(მასჰი) წარმოადგენს ამ უმმათისთვის კანონების შემსუბუქებასა და გამარტივებას.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية