1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს

عَن أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لَا يَنْظُرُ الرَّجُلُ إِلَى عَوْرَةِ الرَّجُلِ، وَلَا الْمَرْأَةُ إِلَى عَوْرَةِ الْمَرْأَةِ، وَلَا يُفْضِي الرَّجُلُ إِلَى الرَّجُلِ فِي ثَوْبٍ وَاحِدٍ، وَلَا تُفْضِي الْمَرْأَةُ إِلَى الْمَرْأَةِ فِي الثَّوْبِ الْوَاحِدِ».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს. ასევე, კაცი არ უნდა დაწვეს კაცთან ერთად ერთი სამოსის ქვეშ, და არც ქალი უნდა დაწვეს ქალთან ერთად ერთი სამოსის(ან საბნის) ქვეშ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 338

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ კაცმა შეხედოს სხვა კაცის აურათს ან ქალმა შეხედოს სხვა ქალის აურათს.
აურათი ნიშნავს ყველაფერს, რაც შერცხვენას ან მორიდებას იწვევს, თუ იგი გამოჩნდება. კაცის აურათი მოიცავს სხეულის იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს წვივსა და მუხლს შორის. ქალი მთლიანად აურათად ითვლება უცხო მამაკაცებისთვის. რაც შეეხება ქალებს და მისი ახლობელი მამაკაცებისთვის, მას შეუძლია გამოავლინოს ის ნაწილები, რომლებიც ჩვეულებრივად ჩანს სახლის სამუშაოების შესრულების დროს.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ კაცი იყოს მარტო სხვა კაცთან ერთად ერთ სამოსში ან ერთი საბნის ქვეშ, ორივე შიშველი. ასევე აკრძალა, რომ ქალი იყოს მარტო სხვა ქალთან ერთად ერთ სამოსში ან ერთი საბნის ქვეშ, ორივე შიშველი. ეს აკრძალვა გამოწვეულია იმით, რომ ასეთ ვითარებაში შეიძლება ერთ-ერთმა შეეხოს მეორეს აურათს. სიშიშვლეზე შეხება ისევე აკრძალულია, როგორც მისი ყურება, და კიდევ უფრო მკაცრად არის აკრძალული, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული ზიანები და ცოდვები.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალულია აურათზე ყურება, გარდა მეუღლეებისა.
  2. ისლამი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების სიწმინდის დაცვას და ყველა იმ გზის დახურვას, რამაც შეიძლება ცოდვებსა და უზნეობისკენ მიიყვანოს.
  3. სიშიშვლეზე ყურება ნებადართულია, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, მაგალითად, სამედიცინო დახმარების გაწევის დროს ან მსგავს სიტუაციებში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ცუდი ზრახვების გარეშე(ვნების გარეშე).
  4. მუსლიმს ევალება თავისი აურათის დაფარვა და სხვა ადამიანის აურათზე თვალის არიდება.
  5. აკრძალვა განსაკუთრებით შეეხო კაცებს კაცებთან და ქალებს ქალებთან, რადგან ასეთმა სიტუაციებმა უფრო მეტად შეიძლება გამოიწვიოს აურათზე ყურება და მისი გამჟღავნება.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية