1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი როდესაც ალლაჰი შეკრებს პირველებს და უკანასკნელებს განკითხვის დღეს ყველა მოღალატეს მიეცემა დროშა, და იტყვიან: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია

عَنِ ابْنِ عُمَرَ رَضيَ اللهُ عنهما قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِذَا جَمَعَ اللهُ الْأَوَّلِينَ وَالْآخِرِينَ يَوْمَ الْقِيَامَةِ يُرْفَعُ لِكُلِّ غَادِرٍ لِوَاءٌ، فَقِيلَ: هَذِهِ غَدْرَةُ فُلَانِ بْنِ فُلَانٍ».

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც ალლაჰი შეკრებს პირველებს და უკანასკნელებს განკითხვის დღეს ყველა მოღალატეს მიეცემა დროშა, და იტყვიან: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია"».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1735

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ აღდგომის დღეს, როდესაც უზენაესი ალლაჰი შეკრებს პირველებსა და უკანასკნელებს სამსჯავროსა და ანგარიშისთვის, ყოველი მოღალატისთვის, ვინც დაარღვია ალლაჰის ან ადამიანების წინაშე დადებული ვალდებულება, დაიდგმება ნიშანი, რომელიც გაამჟღავნებს მის ღალატს. იმ დღეს გამოცხადდება: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია"; რათა შეკრებილი ხალხის წინაშე ნათელი და აშკარა გახდეს მისი საქციელის ბოროტება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ღალატი აკრძალულია, ის დიდ ცოდვებს მიეკუთვნება; რადგან ამ ჰადისში მოვიდა მკაცრი გაფრთხილება.
  2. ღალატი მოიცავს ყველაფერს, რაც შენ განდო პიროვნებამ სიცოცხლე, ნამუსი, საიდუმლო ან ქონება, შენ კი მას უღალატე, შენ დაარღვიე მისი შენდამი ნდობა.
  3. ალ-ყურტუბიმ თქვა: «ეს არის მიმართვა არაბებისადმი იმ ფორმით, რაც მათ შორის მიღებული იყო: ისინი სწევდნენ თეთრ დროშას ერთგულების ნიშნად და შავს — ღალატის ნიშნად, რათა დაჰგმონ და გააკრიტიკონ მოღალატე. ჰადისი მიუთითებს, რომ რაღაც მსგავსი მოხდება მოღალატესთან აღდგომის დღეს — რათა ეს თვისება ყველასთვის ცნობილი გახდეს და მათ მისთვის დაგმობა მოახდინონ».
  4. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისში მოცემულია, რომ ადამიანებს განკითხვის დღეს მამების სახელით მოუხმობენ; რაზეც მიუთითებს ჰადისში არსებული სიტყვა: ''ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია''».

თარგმნების ჩვენება

40 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية