عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«أَتَدْرُونَ مَا الْمُفْلِسُ؟» قَالُوا: الْمُفْلِسُ فِينَا مَنْ لَا دِرْهَمَ لَهُ وَلَا مَتَاعَ، فَقَالَ: «إِنَّ الْمُفْلِسَ مِنْ أُمَّتِي يَأْتِي يَوْمَ الْقِيَامَةِ بِصَلَاةٍ وَصِيَامٍ وَزَكَاةٍ، وَيَأْتِي قَدْ شَتَمَ هَذَا، وَقَذَفَ هَذَا، وَأَكَلَ مَالَ هَذَا، وَسَفَكَ دَمَ هَذَا، وَضَرَبَ هَذَا، فَيُعْطَى هَذَا مِنْ حَسَنَاتِهِ، وَهَذَا مِنْ حَسَنَاتِهِ، فَإِنْ فَنِيَتْ حَسَنَاتُهُ قَبْلَ أَنْ يُقْضَى مَا عَلَيْهِ أُخِذَ مِنْ خَطَايَاهُمْ فَطُرِحَتْ عَلَيْهِ، ثُمَّ طُرِحَ فِي النَّارِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა: «ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა ლოცვით, მარხვითა და ზაქათით, მაგრამ მან ცუდი სიტყვებით აწყენინა სხვას, ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ვიღაცის სისხლი დაღვარა და დაარტყა ამას, ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა მათ, ვისაც ზიანი მიაყენა, თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალდებულებებს სრულად გადაიხდის, სხვათა ცოდვები გადაეცემა მას, შემდეგ კი ცეცხლში იქნება მოსროლილი».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2581

განმარტება

ალლაჰის შუმავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის საჰაბებს ჰკითხა: იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული? მათ უპასუხეს: ჩვენში გაკოტრებული არის ის, ვისაც არც ქონება აქვს და არც ქონებრივი საკუთრება. მაშინ შუამავალმა თქვა: ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა კეთილი საქმეებით, როგორიცაა ლოცვა, მარხვა და ზაქათი, მაგრამ ის ასევე მოვა იმით, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენა და ცუდი სიტყვებით გაკიცხა, ვიღაცის ღირსებას შეეხო, სხვისი ქონება მიითვისა და არ აღიარა, სხვისი სისხლი დაღვარა და უსამართლობა ჩაიდინა, ვიღაცას სცემდა და დაამცირა. ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა იმ დაჩაგრულებს, ვისაც ზიანი მიაყენა. თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალებს და ვალდებულებებს სრულად გაისტუმრებს, დაჩაგრულთა ცოდვები მასზე გადავა, შემდეგ კი იგი ცეცხლში იქნება ჩაგდებულ, რადგან მას აღარ დარჩება კეთილი საქმეები.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გაფრთხილება აკრძალულ საქმეებში ჩავარდნისგან, განსაკუთრებით იმათთან დაკავშირებით, რაც ეხება ადამიანთა მატერიალურ და მორალურ უფლებებს.
  2. ადამიანების უფლებები ერთმანეთთან დაკავშირებით ემყარება მკაცრ ანგარიშსწორებას, ხოლო შემოქმედის (ალლაჰის) უფლებები, მრავალღმერთიანობის გარდა, ემყარება მიტევებას.
  3. მოსაუბრის ყურადღების მიპყრობის, დაინტერესებისა და ინტერესის გაღვიძების მეთოდის გამოყენება, განსაკუთრებით აღზრდასა და მიმართულების მიცემაში.
  4. ნამდვილი გაკოტრებულის მნიშვნელობის განმარტება: ის არის, ვისაც აღდგომის დღეს მისი მევალეები წაართმევენ მის კეთილ საქმეებს.
  5. საიქიოში ანგარიშსწორებამ შეიძლება გაანადგუროს ყველა კეთილი საქმე ისე, რომ არ დარჩეს მას არაფერი.
  6. ალლაჰის დამოკიდებულება თავისი შექმნილების მიმართ დაფუძნებულია სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაზე.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية