عن أبي بكرة رضي الله عنه قال: قال النبي صلى الله عليه وسلم:
«‌أَلَا ‌أُنَبِّئُكُمْ بِأَكْبَرِ الْكَبَائِرِ؟» ثَلَاثًا، قَالُوا: بَلَى يَا رَسُولَ اللهِ، قَالَ: «الْإِشْرَاكُ بِاللهِ، وَعُقُوقُ الْوَالِدَيْنِ» وَجَلَسَ وَكَانَ مُتَّكِئًا، فَقَالَ: «أَلَا وَقَوْلُ الزُّورِ»، قَالَ: فَمَا زَالَ يُكَرِّرُهَا حَتَّى قُلْنَا: لَيْتَهُ سَكَتَ.

აბუ ბაქრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«გნებავთ, გამცნოთ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ?» და გაიმეორა სამჯერ, მიუგეს: რა თქმა უნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა და მშობლებისადმი უპატივცემულობა». ის ნახევრად წამოწოლილი იყო, წამოჯდა და გააგრძელა: «და სიცრუეზე მოწმობა». და ის იმეორებდა მანამ, სანამ არ გავიფიქრეთ: "ნეტავი, გაჩუმდეს".

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 2654

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნობს თავის საჰაბებს უდიდესი ცოდვების შესახებ. და მოიხსენია სამი დიდ ცოდვათაგან:
1. ალლაჰზე თანაზიარის დადგენა: ეს გულისხმობს თაყვანისცემის ნებისმიერი ფორმით ალლაჰის გარდა სხვაზე მიმართვას ან ალლაჰის გათანაბრებას სხვასთან მის ღვთაებრიობაში, მბრძანებლობაში, სახელებსა და თვისებებში.
2. მშობლებისადმი უპატივცემულობა: ეს არის მშობლებისთვის ნებისმიერი ზიანის მიყენება, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, და მათდამი სიკეთის კეთების მიტოვება.
3. სიცრუის თქმა და სიცრუის მოწმობა: ეს არის ყოველი წარმოთქმული ცრუ სიტყვა, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირის დაკნინებას, ვის წინააღმდეგაც არის წარმოთქმული, იქნება ეს მისი ქონების ჩამორთმევა თუ სხვა მისი მსგავსი.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რამდენჯერმე გაიმეორა გაფრთხილება სიცრუის თქმაზე, რათა გაემახვილებინა ყურადღება მისი სიმახინჯისა და საზოგადოებისთვის მისი ცუდი შედეგების მიმართ. ამას იმდენად ხშირად იმეორებდა, რომ თანხმლებებმა თქვეს: «ნეტავი გაჩუმდეს», თანაგრძნობის გამო და იმის გამო, რომ მათ არ სურდათ ის შეწუხებულიყო ამის გამო.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყველაზე მძიმე ცოდვა არის მრავალღმერთიანობა (შირქი), რადგანაც ალლაჰმა ეს ცოდვა დაასახელა ყველა სხვა მძიმე ცოდვაზე მაღლა და ყველაზე დიდად. ეს დასტურდება უზენაესი ალლაჰის სიტყვებით: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არ პატიობს მასზე თანაზიარის დადგენას და პატიობს სხვა დანარჩენს, ინებებს ვისაც».
  2. მშობლების უფლებების სიდიადე, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა თავის უფლებასთან ერთად დააყენა.
  3. ცოდვები იყოფა დიდ და პატარა ცოდვებად. დიდი ცოდვა არის: ნებისმიერი ცოდვა, რომლისთვისაც განსაზღვრულია სასჯელი ამქვეყნად, როგორიცაა სასჯელაღსრულება ან წყევლა, ან სიკვდილის შემდგომი სასჯელის მუქარა, მაგალითად, ჯოჯოხეთში შესვლის მუქარა. დიდ ცოდვებს შორისაც არსებობს სხვადასხვა დონეები, სადაც ზოგი უფრო მძიმეა აკრძალვის მხრივ. მცირე ცოდვები კი არის ყველაფერი, რაც არ შედის დიდ ცოდვებში.

თარგმნების ჩვენება

63 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية