1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ერთმა კაცმა შეეკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როდის იქნება საათი?" მოციქულმა უთხრა: «რა მოამზადე მისთვის?

عَنْ أَنَسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ:
أَنَّ رَجُلًا سَأَلَ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَنِ السَّاعَةِ، فَقَالَ: مَتَى السَّاعَةُ؟ قَالَ: «وَمَاذَا أَعْدَدْتَ لَهَا». قَالَ: لاَ شَيْءَ، إِلَّا أَنِّي أُحِبُّ اللَّهَ وَرَسُولَهُ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ: «أَنْتَ مَعَ مَنْ أَحْبَبْتَ». قَالَ أَنَسٌ: فَمَا فَرِحْنَا بِشَيْءٍ، فَرِحْنَا بِقَوْلِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «أَنْتَ مَعَ مَنْ أَحْبَبْتَ» قَالَ أَنَسٌ: فَأَنَا أُحِبُّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَأَبَا بَكْرٍ، وَعُمَرَ، وَأَرْجُو أَنْ أَكُونَ مَعَهُمْ بِحُبِّي إِيَّاهُمْ، وَإِنْ لَمْ أَعْمَلْ بِمِثْلِ أَعْمَالِهِمْ.

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
ერთმა კაცმა შეეკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "როდის იქნება საათი?" მოციქულმა უთხრა: «რა მოამზადე მისთვის?». მან თქვა: "არაფერი, გარდა იმისა, რომ მიყვარს ალლაჰი და მისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)". მოციქულმა უპასუხა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "არაფერმა გაგვხარა ისე, როგორც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ სიტყვებმა: «შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს». ანასმა ასევე თქვა: "მე მიყვარს მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), აბუ ბაქრი და უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და იმედი მაქვს, რომ მათი სიყვარულით მათთან ერთად ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მსგავსი საქმეები არ გამიკეთებია".

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3688

განმარტება

ერთმა ბედუინმა, რომელიც უდაბნოში ცხოვრობდა, ჰკითხა ალლაჰის მოციქულს განკითხვის საათის დროის შესახებ?
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: რა მოამზადე მისთვის კეთილი საქმეებიდან?
მკითხველმა უპასუხა: დიდი საქმეები არ მაქვს მომზადებული, გარდა იმისა, რომ მიყვარს ალლაჰი და მისი მოციქული. მან სხვა გულის, სხეულის ან ფინანსური მსახურება არ მოიხსენია, რადგან ყველა ეს ქმედება სიყვარულისგან მომდინარეობს და მასზეა დამოკიდებული. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ გულწრფელი სიყვარული სტიმულს აძლევს კეთილ საქმეთა გულმოდგინედ შესრულებას.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) უთხრა: შენ იქნები სამოთხეში იმასთან ერთდ, ვინც გიყვარს.
მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებმა ძალიან გაიხარეს ამ სასიხარულო ცნობით.
შემდეგ ანასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) განაცხადა, რომ უყვარს მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), აბუ ბაქრი და უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) და ​​იმედი აქვს, რომ მათთან ერთად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმეები არ შეესაბამება მათ საქმეებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიბრძნე ამ კითხვის დამსმელის მიმართ პასუხში იმაში გამოიხატება, რომ მან მიუთითა მას იმაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო და რაც მას ხსნას მოუტანდა. ეს არის მარადიული სამყაროსთვის მზადება იმით, რაც სარგებელს მოუტანს, და კეთილი საქმეებით.
  2. ალლაჰმა დამალა განკითხვის საათის ცოდნა თავისი მონებისგან, რათა ადამიანი მუდამ მზად იყოს და მოემზადოს ალლაჰთან შეხვედრისთვის.
  3. ალლაჰის, მისი მოციქულის და მარლთმორწმუნეთა სიყვარულის სიკეთე მორწმუნეებიდან, და გაფრთხილება მრავალღმერთიანების სიყვარულისგან.
  4. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვები: "შენ იქნები იმასთან, ვინც გიყვარს" არ ნიშნავს თანასწორობას საფეხურსა და მდგომარეობაში, არამედ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთად იქნებიან სამოთხეში, რომ თითოეულს შეეძლება მეორეს ხილვა, თუნდაც ადგილი შორს იყოს.
  5. მუსლიმის მიმართვა იმით დაკავებისკენ, რაც მისთვის უფრო სასარგებლო და ეფექტურია, და იმ კითხვების დატოვება, რაც მისთვის უსარგებლოა.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية