1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, თქვენ გაჰყვებით თქვენამდე მყოფთა გზას მტკაველ მტკაველამდე და მკლავიდან მკლავამდე

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَتَتَّبِعُنَّ سَنَنَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ، شِبْرًا بِشِبْرٍ، وَذِرَاعًا بِذِرَاعٍ، حَتَّى لَوْ دَخَلُوا فِي جُحْرِ ضَبٍّ لَاتَّبَعْتُمُوهُمْ» قُلْنَا: يَا رَسُولَ اللهِ آلْيَهُودَ وَالنَّصَارَى؟ قَالَ: «فَمَنْ؟».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჭეშმარიტად, თქვენ გაჰყვებით თქვენამდე მყოფთა გზას მტკაველ მტკაველამდე და მკლავიდან მკლავამდე, ისე, რომ თუკი ისინი შევიდოდნენ ხვლიკის ხვრელში, თქვენც მათ გაჰყვებოდით». ვკითხეთ: "ო, ალლაჰის შუამავალო, იუდეველებს და ქრისტიანებს გულისხმობ?" მან თქვა: «აბა, სხვა ვინ?»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2669

განმარტება

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, თუ როგორო იქნება მისი უმმეთის ზოგიერთი წევრის მდგომარეობა მისი დროის შემდეგ. ისინი ზუსტად მიჰყვებიან იუდეველებისა და ქრისტიანების გზას მათ რწმენებში, ქმედებებში, ჩვევებსა და ტრადიციებში, ისე დეტალურად და ზუსტად, როგორც მტკაველი მტკაველში და მკლავი მკლავში, ისე რომ თუკი ისინი შევიდოდნენ ხვლიკის ხვრელში, ეს ხალხიც მათ მიჰყვებოდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს არის მისი წინასწარმეტყველობის ერთ-ერთი ნიშანი, რადგან მან ამის შესახებ წინასწარ გვამცნო, და ეს მოხდა ზუსტად ისე, როგორც მან თქვა.
  2. მუსლიმებს ეკრძალებათ მიბაძონ ურწმუნოებს მათ რწმენებში, თაყვანისცემაში, დღესასწაულებში ან მათთვის დამახასიათებელ ჩაცმულობაში.
  3. აბსტრაქტული საკითხების განმარტება ხილული მაგალითებით არის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი ისლამში.
  4. ხვლიკი: არის ცხოველი, რომლის ხვრელი უკიდურესად ბნელია და სუნით უსიამოვნო. იგი ქვეწარმავალთა რიგს მიეკუთვნება და ძირითადად უდაბნოებში გვხვდება. ხვრელის ხსენება აქ განსაკუთრებული მიზეზითაა: მისი უკიდურესი სივიწროვე და ცუდი მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, ისინი — რადგან მიჰყვებიან მათ კვალს და გზებს — თუნდაც ასეთ ვიწრო და ცუდ მდგომარეობაში შევიდოდნენ, მათი მიმბაძველებიც იგივეს გააკეთებდნენ! და ალლაჰია დამხმარე.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية