1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ვინც იზრუნა ორ გოგონაზე, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, აღდგომის დღეს მე და ის ერთად ვიქნებით», — და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკრა თავისი თითები, რათა ხაზი გაესვა სიახლოვისთვის

عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَنْ عَالَ جَارِيَتَيْنِ حَتَّى تَبْلُغَا جَاءَ يَوْمَ الْقِيَامَةِ أَنَا وَهُوَ» وَضَمَّ أَصَابِعَهُ.

ანას იბნ მაალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც იზრუნა ორ გოგონაზე, სანამ ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, აღდგომის დღეს მე და ის ერთად ვიქნებით», — და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკრა თავისი თითები, რათა ხაზი გაესვა სიახლოვისთვის.

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2631

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ვინც დაჯილდოვდა ორი ქალიშვილით ან ორ დით და იზრუნა მათ სარჩოზე, აღზრდაზე, სიკეთისკენ მითითებაზე და ბოროტებისგან გაფრთხილებაზე, სანამ ისინი გაიზრდებიან და სრულწლოვანებას მიაღწევენ, ის აღდგომის დღეს იქნება მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად, როგორც ეს ორი თითი. და მან შეკრა თავისი საჩვენებელი და შუა თითები, რათა ხაზი გაესვა მათი სიახლოვისთვის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დიდი ჯილდო ელოდება იმ ადამიანს, ვინც ზრუნავს ქალიშვილების სარჩოსა და აღზრდაზე, სანამ ისინი დაქორწინდებიან ან სრულწლოვანებას მიაღწევენ, და ასევე იმ ადამიანზე, ვინც იგივე ზრუნვას გასწევს თავის დებზე.
  2. ქალიშვილებზე ზრუნვის ჯილდო უფრო დიდია, ვიდრე ვაჟებზე ზრუნვისა, რადგან ვაჟებთან მიმართებით მსგავსი დაპირება არ არის ნახსენები. ეს იმის გამო ხდება, რომ ქალიშვილებზე ზრუნვა და მათი საქმეების მოგვარება უფრო რთულია, ვიდრე ვაჟების. ქალიშვილები არიან დაუცველნი და ვერ შეძლებენ საკუთარ საქმეებზე ზრუნვას ისე, როგორც ვაჟები. ასევე, მამას ქალიშვილებთან მიმართებით არ აქვს ის მოლოდინი, რაც ვაჟებთან — მაგალითად, მტრის წინააღმდეგ გაძლიერება, საკუთარი სახელის აღორძინება და საგვარეულოს გაგრძელება. ამის გამო საჭიროა მოთმინება, გულწრფელობა და სუფთა განზრახვა იმ პირისგან, ვინც მათზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ ჯილდო დიდია, და ის პირი იქნება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თანამგზავრი აღდგომის დღეს.
  3. ქალის სრულწლოვანების ნიშნებია: თხუთმეტი წლის ასაკის შესრულება. მენსტრუაციის დაწყება, თუნდაც თხუთმეტი წლის ასაკამდე. ბოქვენის უხეში თმის ამოსვლა. სიზმარში სპერმის გამოყოფა.
  4. ალ-ყურტუბიმ თქვა: «იგულისხმება მათი სრულწლოვანების მიღწევა, რაც ნიშნავს იმ მდგომარეობამდე მისვლას, როცა ისინი შეძლებენ საკუთარი თავის უზრუნველყოფას. ეს კი ქალებში ხდება იმ დროს, როცა მათთან ქორწინებაში შედიან თავიანთი ქმრები. აქ არ იგულისხმება მხოლოდ მენსტრუაციის დაწყება ან შარიათის ვალდებულებების შესრულება, რადგან ისინი შეიძლება გათხოვდნენ მანამდეც და ქმარზე დამოკიდებულნი გახდნენ. ასევე, შეიძლება მენსტრუაცია დაეწყოთ, მაგრამ არ იყვნენ დამოუკიდებელნი თავიანთი ინტერესების მართვაში, და თუ მათ მარტო დატოვებენ, ისინი დაიკარგებიან ან მათი მდგომარეობა გაფუჭდება. ამიტომ, ასეთ დროს ისინი მეტად იმსახურებენ დაცვას და მათზე ზრუნვას, რათა მათი ღირსება და მდგომარეობა შენარჩუნდეს, რაც ხელს შეუწყობს მათ ქორწინებას, ამ მნიშვნელობის გამო თქვეს ჩვენმა სწავლულებმა, რომ მამას თავისი გოგოს მომწიფების ასაკში კი არ ეხსნება მასზე ზრუნვის ვალდებულება,არამედ იმ გოგოს დაქორწინების შედეგად ».

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية