1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს არაფერი მოაკლდება

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَنْ دَعَا إِلَى هُدًى كَانَ لَهُ مِنَ الْأَجْرِ مِثْلُ أُجُورِ مَنْ تَبِعَهُ، لَا يَنْقُصُ ذَلِكَ مِنْ أُجُورِهِمْ شَيْئًا، وَمَنْ دَعَا إِلَى ضَلَالَةٍ كَانَ عَلَيْهِ مِنَ الْإِثْمِ مِثْلُ آثَامِ مَنْ تَبِعَهُ، لَا يَنْقُصُ ذَلِكَ مِنْ آثَامِهِمْ شَيْئًا».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი მადლი, როგორიც ამ სიკეთის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ მადლს არაფერი მოაკლდება, ვინც ცოდვისკენ მოუწოდებს, მას ექნება მსგავსი ცოდვა, როგორიც ამ ცოდვის გამკეთებელს, ამით მათ გაკეთებულ ცოდვას არაფერი მოაკლდება».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2674

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ის, ვინც ასწავლის, მიუთითებს ან მოუწოდებს ადამიანებს ჭეშმარიტებისა და სიკეთისკენ სიტყვით ან საქმით, მიიღებს ისეთივე ჯილდოს, როგორიც მას, ვინც მის გზას გაჰყვება. ამავდროულად, მიმდევრის ჯილდო არაფრით არ შემცირდება. ხოლო ვინც აჩვენა და მიუთითა ხალხს ცუდი გზისკენ, რომელზეც არის ცოდვა, შეცდომა ან რაიმე აკრძალული საქმე, სიტყვით თუ ქმედებით, ის მიიღებს მსგავს ცოდვას და ტვირთს, რასაც ამ ცოდვის ჩამდენი მიიღებს ისე, რომ ცოდვის ჩამდენის ცოდვას არაფერი მოაკლდება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სიკეთისკენ მოწოდების მადლი, ცოტა იქნება თუ ბევრი. სიკეთისკენ მომწოდებელს გამკეთებლის მსგავსი მადლი ერგება, ეს მიეკუთვნება ალლაჰის დიდ წყალობას და მისი გულუხვობის სრულყოფილებას.
  2. ბოროტებისკენ მოწოდების საფრთხე, ცოტა იქნება თუ ბევრი, რადგან მომწოდებელს ჩამდენის მსგავსი პასუხისმგებლობა აკისრია,
  3. სამაგიერო შეესაბამება საქმეს: ვინც სიკეთისკენ მოუწოდებს, მიიღებს ისეთივე ჯილდოს, როგორიც მას, ვინც ამ სიკეთეს შეასრულებს; ხოლო ვინც ბოროტებისკენ მოუწოდებს, მას დაეკისრება ისეთივე ცოდვა, როგორიც მას, ვინც ამ ბოროტებას ჩაიდენს.
  4. მუსლიმი უნდა ფრთხილობდეს, რომ მისი აშკარა ცოდვა არ გახდეს მაგალითი სხვებისთვის მისაბაძად, როდესაც ადამიანები ხედავენ მას (ცოდვის ჩადენისას). ის მიიღებს მათ ცოდვებსაც, ვინც მის მაგალითს მიჰყვება, თუნდაც იგი მათ ამისკენ პირდაპირ არ მოუწოდებდეს.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية